fbpx

„სთორითელინგი“ (ამბის თხრობა) და ბრენდირება

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > განათლება და ახალგაზრდობა > „სთორითელინგი“ (ამბის თხრობა) და ბრენდირება
მიმდინარე სიახლეები
Related News
პროექტები
პუბლიკაციები

გამარჯობა. კეთილი იყოს თქვენი სტუმრობა ონლაინ სახელმძღვანელოში, რომელიც სავსეა საკუთარი სოციალური ბიზნესის დასაწყებად საჭირო პრაქტიკული რჩევებითა და მასალებით.

სახელმძღვანელოს წინამდებარე ნომერში თქვენ გაეცნობით ბიზნესის ისეთ იდეებს, რომლებსაც საზოგადოებაზე გავლენის მოხდენა შეუძლიათ, მიიღებთ ინფორმაციას მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში არსებული სოციალური საწარმოებისა და ქსელების შესახებ. ვიმედოვნებთ, რომ ეს ინფორმაცია ადამიანებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, საკუთარი სოციალური ბიზნეს საქმიანობის დაწყებაში დაეხმარება.

წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, დაეხმაროს სომხეთისა და საქართველოს ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საკუთარი შესაძლებლობების გაძლიერებაში არსებული სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მრავალფეროვნების გათვალისწინებით. ის განკუთვნილია კერძო მეწარმეებისა და სოციალური მეწარმეობის სფეროში მომუშავე ორგანიზაციებისათვის მათი ცოდნის, გამოცდილების, ლიდერობის უნარებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.