განახლებადი და არაგანახლებადი ენერგია; ენერგოეფექტურობა – სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > განათლება და ახალგაზრდობა > განახლებადი და არაგანახლებადი ენერგია; ენერგოეფექტურობა – სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის
მიმდინარე სიახლეები
პროექტები
Related Projects
პუბლიკაციები

განახლებადი და არაგანახლებადი ენერგია; ენერგოეფექტურობა

სახელმძღვანელო ახალგზრდებისთვის

წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი ენერგიის წყაროებზე, მათ ევოლუციასა და მდგრადი ენერგეტიკის მომავალზე.

პუბლიკაციაში მკითხველი გაეცნობა არაგანახლებადი რესურსების არსს – ქვანახშირი, ბუნებრივი აირი, ნავთობი და ბირთვული ენერგია – მათ წარმოქმნას, გამოყენებასა და გარემოზე მავნე ზემოქმედებას. გამოცემაში წარმოდგენილია განახლებადი ენერგიის წყაროები როგორც მდგრადი ალტერნატივა, მზის ენერგია,  ქარის ენერგია,  ჰიდროენერგია, გეოთერმული და ბიომასის ენერგია, მათ პოტენციალი და გამოყენების სფეროები.

გამოცემაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ენერგოეფექტურობას როგორც ენერგიის გონივრულად გამოყენების პრაქტიკას. მკითხველი გაეცნობა საყოფაცხოვრებო, სატრანსპორტო და სამრეწველო ენერგოეფექტურობის ღონისძიებებს, რომლებიც ხელს უწყობს ენერგიის დაზოგვას და ხარჯების შემცირებას.

მასალა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.