ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ეძებს სამოქალაქო ან კერძო სექტორის წარმომადგენელ 4 კანდიდატს, რომლებიც დაინტერესებულები არიან და აქვთ სურვილი, გახდნენ LAG-ის მმართველი საბჭოს წევრები და მონაწილეობა მიიღონ სოფლის განვითარების პროცესებში.
თუ ხარ ლანჩხუთში მცხოვრები კერძო ან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი, შეავსე განაცხადი და შემოუერთდი ლანჩხუთის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) : https://forms.gle/xpH1QtRGChuMC3ms5
განაცხადის შევსების ბოლო ვადაა 6 ოქტომბერი, 2023.
შეგახსნეებთ, რომ გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში იქმნება ადგილობრივი განვითარების ჯგუფები (LAG). LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
2023 წლის ივლისში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) მმართველი საბჭოს წევრები არჩევნების გზით სრულად შეირჩა. რაც შეეხება ლანჩხუთის LAG-ის მმართველი საბჭოს წევრებს, შერჩეულია 10 კანდიდატი, დარჩენილი 4 წევრი კი შემოსული განაცხადების შემდეგ დაგეგმილ ხელახალ არჩევნებზე შეირჩევა.
ლანჩხუთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი იქმნება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.
GREEN Guria
Rural and Community-Led Local Development
ევროკავშირი საქართველოსთვის
მწვანე გურია
სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება