მოხარულები ვართ, გაგიზიაროთ CENN-ის 2023 წლის ანგარიში, რომელიც ეძღვნება ჩვენს 25 წლის იუბილეს!
CENN 25 წელია საქმიანობს სამხრეთ კავკასიაში გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების მიმართულებით. ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ წარმატებით განვახორციელეთ 300-მდე პროექტი, რომლებიც მიზნად ისახავს ეროვნული და ადგილობრივი პარტნიორების, ახალგაზრდებისა და ქალთა ჯგუფების გაძლიერებას. მადლობას ვუხდით ჩვენს გუნდს, პარტნიორებსა და დონორებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას გვაძლევს მოვაბილიზოთ რესურსები, საფუძველი ჩავუყაროთ ცვლილებებს, და შევქმნათ გარემო მდგრადი განვითარებისთვის. ჩვენმა ინიციატივებმა გააუმჯობესა მრავალი ადამიანის ცხოვრება, რაც ჩვენ გვაძლევს მოტივაციას, გავაგრძელოთ დასახული მიზნებისთვის ბრძოლა უფრო ჯანსაღი, სამართლიანი და მდგრადი გარემოს შექმნისთვის.
ეს ანგარიში ასახავს ჩვენი ინიციატივების წვლილს მდგრადი განვითარების 17-ივე მიზნის მიღწევაში. ჩვენ ასევე ხაზს ვუსვამთ სამოქალაქო სექტორის სასიცოცხლო როლს დემოკრატიის შენებაში, სოციალური უთანასწორობის, გარემოს დეგრადაციისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობაში. ჩვენ ერთად უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი, მშვიდობიანი, დემოკრატიული, მწვანე და ინკლუზიური მომავლის შექმნისათვის!