ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.

ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 27 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და მოწვეულ სტუმრებს ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.

ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები:

  • I ადგილი – წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპიოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია
  •  II ადგილი – გორის #9 საჯარო სკოლა
  • III ადგილი – ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლა

გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის:

  • I ადგილის მფლობელი – 5,000 ლარი
  • II ადგილის მფლობელი – 4,000 ლარი
  • III ადგილის მფლობელი – 3,000 ლარი

ნიკო კეცხოველის პრემიის  პარტნიორი ორგანიზაცია FAO-ს ქვეკონკურსის – თევზის მოშენებასოფლის მეურნეობის ახალი მიმართულება გამარჯვებულები გახდნენ:

  •  I ადგილი: ხარაგაულის სოფელ კიცხის სკოლა
  • II ადგილი: მესტიის სოფელ წვირმის სკოლა

კონკურსის პარტნიორმა TBC ბანკმა  ზუგდიდის სოფელ შამგონას სკოლა გამოარჩია და გარემოსდაცვიი პროექტების განსახორციელებლად 3 000 ლარი გადასცა.