ხანგრძლივობა: 2023-2026
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი
განმახორციელებელი: J.E. Austin Associates, Inc.
პარტნიორი: CENN
დონორი: USAID
USAID-ის „სამხრეთ კავკასიის ტურიზმის რეგიონული განვითარების პროგრამის“ (SCRTP) მიზანია შექმნას ბაზრის მამოძრავებლებსა და ტურიზმის სექტორში საერთო ეკონომიკურ ინტერესებზე დაფუძნებული გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართელოს შორის. პროგრამის წარმატებით განხორციელება შექმნის ახალ საბაზრო კავშირებს საერთო ინტერესების მქონე კერძო სექტორს შორის, რაც ხელს შეუწყობს სამივე მხარისთვის მომგებიან თანამშრომლობას, რეგიონში ერთიანობასა და მშვიდობას. პროგრამა ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლობას და რეგიონულ დიალოგს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით, ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად. ეს პროგრამა იქნება მოდელი სხვა სექტორებში და საკითხებში უფრო ფართო ჩართულობისთვის, რაც გულისხმობს, პროგრამის შემდგომ გაფართოებას რეგიონში მშვიდობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის.
პროექტის მთავარი მიზანია ტურისტული საწარმოების საქმიანობაში მდგრადი პრაქტიკის ინტეგრირებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა. ეს საილუსტრაციო აქტივობები მოიცავს: ტურისტული ბიზნესის მდგრადობის სახელმძღვანელო პრინციპებისა და პრაქტიკის შემუშავებას და დანერგვას; დაცულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარების სემინარების ხელშეწყობას; ექსპერტიზის შეთავაზებას ეკოტურიზმისა და კონსერვაციის მცდელობების ხელშეწყობისთვის; ტურისტული მცირე და საშუალო საწარმოებისა და დაცული ტერიტორიების მმართველ სახელმწიფო ორგანოებს შორის კავშირების ხელშეწყობას; დიალოგის წახალისებას გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციისა და მდგრადობის გასაძლიერებლად გადაწყვეტილებების მოსაძებნად; მცირე და საშუალო ბიზნესთან და ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მდგრადი ტურისტული პრაქტიკის განვითარებისთვის; პროექტების ინიცირებას, რომლებიც დააბალანსებს ეკონომიკურ განვითარებას გარემოს დაცვასთან.