ევროკავშირის დაფინანსებული პროექტის “ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ინიციატივით, CENN პარტნიორ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს რეგიონული გაძლიერების ფონდთან (SREF) და ახმეტის N2 საჯარო სკოლასთან ერთად, “მწვანე დიპლომატიური კვირეული”-ს ფარგლებში მსოფლიო დასუფთავების დღეს შეუერთდა.
მსოფლიო დასუფთავების დღის აღსანიშნავად, დასუფთავების აქციები გაიმართა კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სამ ტერიტორიაზე. აქციას 100-მდე მონაწილე შეუერთდა. მოხალისეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან ახმეტის N2 საჯარო სკოლის, სოფელ ჯოყოლოს სტადიონისა და სოფელ ქორეთის საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიოტირები დაასუფთავეს.









დასუფთავებაში მონაწილეობდნენ აქციის ინიციატორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ახმეტის N2, სოფელ ჯოყოლოსა და ქორეთის საჯარო სკოლების მოსწავლეები და მასწავლებლები.
მსოფლიო დასუფთავების დღე გლობალური ინიტიატივაა, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით ადამიანს გარემოს სისუფთავისა და პლანეტის დაცვის მხარდასაჭერად აერთიანებს.
პროექტის შესახებ
ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე ოთხწლიანი პროექტი „ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში: ადგილობრივი უნარ-შესაძლებლობების გაუმჯობესება საქართველოს რეგიონებში ნარჩენების პრევენციისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისთვის“ ხორციელდება CENN-ის მიერ, ICLEI Europe-თან თანამშრომლობით. პროექტის მიზანია საქართველოში უფრო ინკლუზიური, მდგრადი და გარემოსადმი მედეგი მომავლის შექმნა, კახეთის რეგიონსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში რესურსეფექტიანობის, მდგრადი მოხმარებისა და წარმოების პრაქტიკის ხელშეწყობისა და ნარჩენების წარმოქმნის მნიშვნელოვნად შემცირების გზით.