CENN, შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას ახალგაზრდებისათვის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემატურ ბანაკში მონაწილეობისათვის.
ბანაკი მიზნად ისახავს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე და ახალგაზრდების მიერ ადგილობრივ თემში, გარემოს დაცვასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგ სოფლის მეურნეობაზე მიმართული, ერთობლივი ინიციატივების განხორციელების წახალისებას. ბანაკის მონაწილეები გაივლიან თემატურ სესიებსა და ვორქშოფებს შემდეგ საკითხებზე: სასურსათო სისტემები, მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs), სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, კლიმატის ცვლილება, კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა, სურსათის ნარჩენები და სურსათის დანაკარგები, გარემოს დაბინძურება, მეწარმეობა სასურსათო სისტემებში.
ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ, 15-25 წლის, ახალგაზრდებს.
მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ ელექტრონული განაცხადის ფორმა შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/UPve58b17ew4v4mv7
განაცხადების მიღების ბოლო ვადა – 25 სექტემბერი, 2023
ბანაკი გაიმართება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში 2023 წლის 13-დან 17 ოქტომბრის ჩათვლით.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სოფიკო ბაბალაშვილი – sopiko.babalashvili@cenn.org
ბანაკი იმართება „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli“ – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ შვეიცარიული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.