ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში, დაინტერესებული მხარეების მრჩეველთა საბჭოს მესამე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ მიზანს გასული წლის საქმიანობის ანალიზი, ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა წარმოადგენდა.
შეხვედრის სამუშაო ნაწილი დაეთმო მწვანე გურიის პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობებისა და მიღწეული შედეგების მიმოხილვას. ასევე, UNDP-ის, ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელისა და ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის წარმომადგენლებმა განიხილეს ENPARD IV-ის ფარგლებში მიმდინარე სოფლის განვითარების ინიციატივები და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის პროგრამები.
შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსია თემაზე: „ევროკავშირის როლი საქართველოს რეგიონების განვითარებაში“. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად გაცნობოდნენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ მეწარმეებს ოზურგეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ონის მუნიციპალიტეტებიდან.
პროექტს „მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის“ – ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტსა და ქედის LAG-თან ერთად.
ინიციატივა ხორციელდება ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD IV) ფარგლებში. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და მოწყვლადი თემებისთვის ეკონომიკური და სოციალური გარემოს გაუმჯობესება სამოქალაქო ჩართულობისა და მწვანე ზრდის მხარდაჭერის გზით.