წიაღის მოპოვების შედეგად დეგრადირებული ჭალის ტყეების აღდგენის მოდელი
ჭალის ტყეების აღდგენის წარმოდგენილი მოდელი განკუთვნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.
დოკუმენტით შეთავაზებული სამართლებრივი და ფინანსურ მექანიზმები დაფუძნებულია ტყის კოდექსისა და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებაზე და ითვალისწინებს მდგრადი და ხარჯეფექტური სისტემის ჩამოყალიბებას, როგორც ტყეების აღდგენის, ასევე ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენებისა და გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირებააღმოფხვრის მიმართულებით.
მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქვეშ არსებულ უწყებებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებაზე.
კვლევა განხორციელდა CENN-ის მიერ, მომზადდა პროექტის – „მწვანე კავკასია“ – ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) ფინანსური მხარდაჭერით, ,,ავსტრიის საერთაშორისო პარტნიორობის” ფარგლებში.
ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA) არ იღებს პასუხისმგებლობას პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მომზადებული საკომუნიკაციო მასალების შინაარსზე. აღნიშნულ მასალებში წარმოდგენილი განცხადებები, მოსაზრებები და ინფორმაცია ეკუთვნის მხოლოდ შესაბამის ავტორებს და აუცილებლად არ ასახავს ავსტრიის განვითარების სააგენტოს პოზიციას ან დამოკიდებულებას.





