აშშ-ის საელჩო საქართველოში უერთდება კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ და მიზნად ისახავს, რომ ოფისებში ერთდჯერადად მოხმარებადი პლასტმასის გამოყენება შეამციროს. სპეციალურად ამისათვის, საელჩოში შეიქმნა „მწვანე გუნდი“, რომელიც პასუხისმგებელია ისეთი აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, რომლებიც მიმართულია პლასტმასის ნარჩენის შემცირებაზე.
„აშშ-ის საელჩოს პატივი აქვს, მიიღოს მონაწილეობა CENN-ის მიერ ინიცირებულ კონკურსში „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“. ჩვენ მივესალმებით ამგვარ წამოწყებებს და ძალისხმევას, რომელსაც სხვადასხვა აქტორები პლასტმასის ნარჩენის შესამცირებლად წევენ, და, მზად ვარ ვითანამშრომლოთ მსგავსი ტიპის ორგანიზაციებთან, რომლებიც გარემოს დაცვის სადარაჯოზე დგანან“. – კელი დეგნანი, აშშ-ის ელჩი საქართველოში.
კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG. კონკურსი 11 კომპანიასა და ორგნიზაციას აერთიანებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირების მიზნით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.