CENN, New Democracy Fund (NDF) ფინანსური მხარდაჭერით, – „დემოკრატიის ქსელი: მომავლის აშენება ხვალინდელ ევროპელ ლიდერებთან ერთად” – პროექტის ფარგლებში, აცხადებს ახალგაზრდული იდეების კონკურსს გურიაში მცხოვრები Global Platforms-ის წევრი ახალგაზრდებისთვის.
კონკურსის მიზანი: გურიაში, Global Platforms-ის წევრი ახალგაზრდების ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ განივითარონ პროექტის დაგეგმვის, ინიციატივების მართვისა და დამოუკიდებლად განხორციელების უნარები. კონკურსი ახალგაზრდა ლიდერებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება პროექტის წერისა და განხორციელების მიმართულებით.
კონკურსის კონკრეტული მიზანი: „დემოკრატიის ქსელი: მომავლის აშენება ხვალინდელ ევროპელ ლიდერებთან ერთად” პროექტის ფარგლებში ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა და განხორციელება პროექტით გათვალისწინებული ძირითადი მიმართულებებით, როგორიცა:
- ფემინიზმი და გენდერული თანასწორობა – ინიციატივები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქალებისა და გოგონების გაძლიერებას, გენდერული სტერეოტიპების დაძლევას.
- გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება – ინიციატივები, რომლებიც მოიცავს ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას.
- დემოკრატიული ღირებულებები და სამოქალაქო ჩართულობა – ინიციატივები, რომლებიც გააძლიერებს ახალგაზრდების როლს დემოკრატიულ პროცესებში, ადამიანის უფლებების დაცვასა და აქტიური სამოქალაქო ჩართულობის განვითარებაში.
როგორ მივიღოთ მონაწილეობა:
- გაანალიზე შენი იდეა – როგორ შეიძლება, რომ შენი ინიციატივა იყოს სასარგებლო სამიზნე
- შეავსე განაცხადის ფორმა – დეტალურად აღწერე შენი პროექტის მიზნები, სამიზნე ჯგუფი, მოსალოდნელი შედეგები და ბიუჯეტი. (განაცხადის ფორმა იხილეთ ქვემოთ)
- გამოაგზავნე შენი იდეა შემდეგ ელ. ფოსტებზე: marikhuchua4@gmail.com (CC: levan.gagoshvili@cenn.org) სათაურის ველში მიუთითეთ – “იდეების კონკურსი”
საკონკურსო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2025 წლის 10 აპრილი, 18:00 საათი.