24 აგვისტოდან 6 სექტემბრის ჩათვლით, ბულაჩაურის “მწვანე ცენტრში”, ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის ფინალისტი სკოლების მასწავლებლებისთვის, ხუთდღიანი საგანმანათლებლო ბანაკები გაიმართა.
ბანაკების ფარგლებში გაიმართა საგანმანათლებლო სესიები ტყის მდგრადი მართვის, მდგრადი განვითარების მიზნების, მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობის, ეფექტური პრეზენტაციის მომზადების ტექნიკების, კონცეფციები ბუნებაში სწავლებისათვის, ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიებისა და არაფორმალური სწავლების პრაქტიკების შესახებ.
პედაგოგები შეხვდნენ ნიკო კეცხოველის პრემიის ორგანიზატორებს და მათთან ერთად განიხილეს როგორც მიმდინარე, ასევე სამომავლო საკონკურსო წლის დეტალები და შეაჯამეს განვლილი წლის აქტივობები.
ბანაკების მონაწილეებისთვის საინტერესო იყო შემეცნებით აქტივობები, როგორც ბანაკის შიგნით, ასევე ბანაკის გარეთ. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მასწავლებლებმა მოინახულეს ბაზალეთის ენერგოეფექტიანობის ცენტრი, სადაც ისაუბრეს განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებით შენობების ფუნქციონირებასა და ენერგოეფექტიანი ტექნოლოგიების სკოლებსა და საცხოვრებელ სახლებში დანერგვაზე.
ბანაკები ორგანიზებული იყო CENN-ის მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტ “მწვანე კავკასიის” ფარგლებში.