New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცვლილების საწყისები: ინტერსექციული მწვანე ფემინიზმი და ახალგაზრდების აქტივიზმი საქართველოში“ ფარგლებში, CENN-ისა და GrlzWave-ის ორგანიზებით და MELLEMFOLKELIGT SAMVIRKE ActionAid-ის მასპინძლობით, ქართველი ახალგაზრდებისთვის 5-დღიანი გაცვლითი ტური გაიმართა ქალაქ კოპენჰაგენში, დანიაში. გაცვლით ტურში მონაწილეობა მიიღო 6-მა ახალგაზრდამ, რომლებიც საქართველოში ფემინიზმის, გარემოსდაცვითი და საგნმანათლებლო მიმართულებებით მუშაობენ.
ვიზიტის მიზანს ქართველი ახალგაზრდებისთვის და პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებისთვის დანიაში სამოქალაქო აქტივიზმის, ადგილობრივი CSO-ებისა და მწვანე და ფემინისტური საკითხების პრაქტიკის გაცნობა წარმოადგენდა. MELLEMFOLKELIGT SAMVIRKE ActionAid-მა, რომელთა აქტივობებიც 45 ქვეყანაში დაახლოებით 25 მილიონ ადამიანს სწვდება, ტურის მონაწილეებს შესთავაზა პროგრამა, რომელიც MELLEMFOLKELIGT SAMVIRKE ActionAid-ის თანამშრომლებისა და მათი საქმიანობის, ადგილობრივი NGO-ების, CSO-ებისა და აქტივისტების გაცნობასა და მათი პრაქტიკის გაზიარებას მოიცავდა. მონაწილეებს სესიები ჩაუტარდათ საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმვისა და ადვოკატირების შესახებ. ვიზიტის ბოლოს შეხვედრა შედგა დანიის პარლამენტში, კამპანიების დაგეგმვის ხელმძღვანელთან და პოლიტიკოსს რასმუს ნორდვისტთან, რომელიც დანიის პარლამენტში მწვანე პოლიტიკის მიმართულებით მუშაობს.
სასწავლო ტური ქართველი ახალგაზრდებისთვის კარგი შესაძლებლობა იყო გაცნობოდნენ დანიიის გამოცდილებას მწვანე და ფემინისტური აქტივიზმის მიმართულებით. ასევე, დაემყარებინათ კავშირები დანიელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და აქტივისტებთან, რაც ხელს შეუწყობს იდეების გაცვლასა და ერთობლივი ინიტიაცივების განხორციელებას მომავალში.
გაცვლითი ვიზიტი გაიმართა New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცვლილების საწყისები: ინტერსექციული მწვანე ფემინიზმი და ახალგაზრდების აქტივიზმი საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს MELLEMFOLKELIGT SAMVIRKE ActionAid, CENN და GrlzWave-თან თანამშრომლობით.