CENN, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, აგრძელებს ფერმერთა გადამზადებას.
ფერმერთა ტრენინგს თემაზე – მესაქონლეობის ფერმის მართვა, 30-მდე მონაწილე დაესწრო გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებიდან. ტრენინგი მოიცავდა ფერმის დაგეგმარებისა და სტანდარტების, საქართველოში და მსოფლიოში გავრცელებული ჯიშების, მათი მოშენების, კვების და სავკებწარმოების მიმოხილვას.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის Global Environment Facility ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO Georgia. აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი REC Caucasus. პროექტის პარტნიორია CENN.