FAO და CENN, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) ფინანსური მხარდაჭერით, აგრძელებს ფერმერთა გადამზადებას.
ფერმერთა ტრენინგს თემაზე – რძის ჰიგიენა და უვნებლობა 40-მდე მონაწილე დაესწრო გურჯაანის, დმანისის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებიდან. ტრენინგი მოიცავდა რძის წარმოებისა და გადამუშავების პირობების, რძის ჰიგიენის, წველის სწორი პრაქტიკების, სურსათის უვნებლობის ძირითადი პრინციპების, რძის უვნებლობისა და მასთან დაკავშირებული ქართული კანონმდებლობის საკითხებს.
ტრენინგები ჩატარდა პროექტის “მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენისა და მდგრადი მართვის გზით” ფარგლებში, რომელიც ინიცირებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის Global Environment Facility ფინანსური მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია FAO Georgia. აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონულ გარემოსდაცვითი ცენტრი REC Caucasus. პროექტის პარტნიორია CENN.