CENN, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე – „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისთვის“ – პროექტის ფარგლებში, აცხადებს საგრანტო კონკურს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სოციალური სერვისის მიმწოდებლებისათვის სოციალური სერვისების ხარისხის, ხელმისაწვდომობისა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებაზე.
საგრანტო კონკურსის კონკრეტულ მიზანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზებისა და სოციალური სერვისების მიმწოდებლების მიერ განხორციელდეს მუნიციპალურ დონეზე არსებული საჭიროებების შესაბამისი, გენდერულად მგრძნობიარე ისეთი ინიციატივები, რომლებიც მიმართული იქნება ხარისხიან სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე, უფლებათა მატარებლების (HRBA) გაძლიერებასა და მოწყვლადი ჯგუფების ცხოვრების გაუმჯობესებასა და უფლებების დასაცავად ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენებაზე.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
- იურიდიული სტატუსის მქონე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს;
- იურიდიული სტატუსის მქონე ორგანიზაციებს, რომლებიც ორიენტირებულები არიან სოციალური სერვისის მიწოდებაზე;
- ასევე, ზემოთ მითითებული ორგანიზაციებისგან შემდგარ კონსორციუმს.
საგრანტო კონკურსში წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2024 წლის 10 დეკემბერი, 18:00 საათი.
საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გაიმართება საკონსულტაციო-საინფორმაციო შეხვედრები სამიზნე მუნიციპალიტეტებში:
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი, 3 დეკემბერი, 12:00 საათი, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი, ქ. ბოლნისი, სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა N106;
- თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი, 3 დეკემბერი, 15:00 საათი, კაფე „ლურჯი შაშვი“, ქ. თეთრიწყარო, ჯორჯიაშვილის ქუჩა N2;
- მარნეულის მუნიციპალიტეტი, 4 დეკემბერი, 12:00 საათი, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ქ. მარნეული, გიორგაძის ქუჩა N1;
- დმანისის მუნიციპალიტეტი, 4 დეკემბერი, 15:00 საათი, მულტიფუნქციური სახელოვნებო ორგანიზაცია ,,შეხვედრის ადგილი”, 9 აპრილის ქუჩა N11;
- ახალციხის მუნიციპალიტეტი, 5 დეკემბერი, 12:30 საათი, ასოციაცია ტოლერანტის ოფისი, ქ. ახალციხე, რუსთაველის ქუჩა N47;
- წალკის მუნიციპალიტეტი, 6 დეკემბერი, 12:00 საათი, წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ოფისი, ქ. წალკა, კლდეკარის ქუჩა N5.
საგრანტო კონკურსის დეტალური სახელმძღვანელო და წარმოსადგენი დოკუმენტაცია იხილეთ ქვემოთ: