ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) უერთდება კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ და მისი წარმომადგენელი მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მულტისექტორულ თანამშრომლობას მსოფლიოს მდგრადი განვითარებისთვის.
„NDI-ის მიზანი კონკურსის ფარგლებში არის თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაო გარემოს შექმნა, რომელსაც ნაკლები უარყოფითი გავლენა აქვს გარემოზე. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს დაბინძურების შესამცირებლად გადადგმული ნაბიჯები ინდივიდუალური არჩევანია, ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, უზრუნველყონ მდგრადი ალტერნატივების არსებობა. გარემოზე ზრუნვა, მათ შორის პლასტმასით დაბინძურების შემცირება, ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა.
კერძო, საჯარო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აქვთ ძლიერი ორგანიზაციული კავშირები, ინფორმირებულობა, ავტორიტეტი და ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობები, რაც მათ გარემოს დაცვაზე პასუხისმგებლობის აღების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ისინი უნდა იყვნენ საუკეთესო პრაქტიკის მაგალითი სხვა ინსტიტუციებისა და იმ პირებისთვის, რომლებიც ჯერ არ არიან გლობალური გარემოსდაცვითი მოძრაობის ნაწილი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დღეს მიღებული სწორი გადაწყვეტილებები, ხვალინდელი წარმატების გარანტიაა!“ – ქეთევან ფიცხელაური, ფინანსური და ადმინისტრაციული ასისტენტი.
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.