ვიწვევთ ბიზნესებს ცირკულარულ ლაბორატორიაში მონაწილეობის მიღებად!
თბილისის ცირკულარული ლაბორატორია წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს, რომელსაც CENN GIZ-ის მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია ისეთი ბიზნესმოდელების განვითარება, რომლებიც დანერგავენ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემას, რაც გულისხმობს შემდეგ პროცესს:
(1) შეფუთვების ლოგისტიკის აწყობას, რომელიც მოიაზრებს შეფუთვის მწარმოებელთან/ სერვის პროვაიდერთან / ბიზნესთან უკან დაბრუნებას, (2) შეფუთვის სანიტარული სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას / გაწმენდას, (3) და მის ხელახალ გამოყენებას იგივე დანიშნულებისათვის.
თბილისის ცირკულარული ლაბორატორია მოიაზრებს 10 სხვადასხვა ბიზნესთან თანამშრომლობას, რომელიც დაინტერესებულნი არიან, შეცვალონ / განაახლონ ოპერაციული პროცესები და დანერგონ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა.
პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს თემატურ ტრენინგებს და ბიზნესაქსელერაციის ფარგლებში მენტორობასა და ქოუჩინგს . პროგრამის ფარგლებში მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი პროექტი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის პილოტირებისათვის. აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ისეთ ბიზნესებს, რომელთა (თანა)მფლობელები არიან და/ან მაღალ პოზიციაზე დასაქმებული ჰყავთ ქალები.
გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წესებსა და პირობებს განაცხადის შევსებამდე: https://drive.google.com/file/d/1Ju2_bIOrHkSPszfCkh3A8yXZVtldmXjN/view?usp=sharing
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ განაცხადი 30 მაისის ჩათვლით: https://forms.gle/ED4kC7sE3B69qAkm7