თბილისის ცირკულარული ლაბორატორია – შეფუთვების ხელახალი გამოყენების სისტემის პილოტირება
ხანგრძლივობა: მარტი 2024 – ივლისი 2025
გეოგრაფიული დაფარვა: თბილისი, საქართველო
განმახორციელებლები: CENN
დონორი: Deutsche Gesellschaft für Internationale Zusammenarbeit (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ეგიდით
თბილისის ცირკულარული ლაბორატორია წარმოადგენს ცირკულარული ეკონომიკის განვითარების პროექტს, რომელსაც CENN GIZ-ის მხარდაჭერით ახორციელებს. აღნიშნული პროექტის მიზანია ისეთი ბიზნესმოდელების განვითარება, რომლებიც დანერგავენ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემას, რაც გულისხმობს შემდეგ პროცესს:
(1) შეფუთვების ლოგისტიკის აწყობას, რომელიც მოიაზრებს შეფუთვის მწარმოებელთან/ სერვის პროვაიდერთან / ბიზნესთან უკან დაბრუნებას, (2) შეფუთვის სანიტარული სტანდარტების შესაბამისად დამუშავებას / გაწმენდას, (3) და მის ხელახალ გამოყენებას იგივე დანიშნულებისათვის.
თბილისის ცირკულარული ლაბორატორია გლობალური ინიციატივის ნაწილია, რომელიც 3 სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება. გაიგეთ მეტი პროექტის შესახებ აქ.
წრიული
ეკონომიკა და
რესურსეფექტიანობა
პროექტი მხარს უჭერს შეფუთვების ხელმეორედ გამოყენების წახალისებას ბიზნესსექტორში. შეფუთვების ხელმეორედ გამოყენების დანერგვით, პროექტი მხარს უჭერს სხვადასხვა ტიპის შეფუთვის უკან დაბრუნებას და წარმოებაში ხელახალ გამოყენებას, რაც ამცირებს ნარჩენების წარმოქმნას და ბუნებრივ რესურსებზე მოთხოვნას.
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
თბილისის ცირკულარული ლაბორატორია მოიაზრებს 10 სხვადასხვა ბიზნესთან თანამშრომლობას, რომელიც დაინტერესებულნი არიან, შეცვალონ / განაახლონ ოპერაციული პროცესები და დანერგონ შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემა.
პროგრამის ფარგლებში მინიმუმ ერთი და მაქსიმუმ ორი პროექტი მიიღებს ფინანსურ მხარდაჭერას შეფუთვების უკან დაბრუნებისა და ხელახალი გამოყენების სისტემის პილოტირებისათვის. აღნიშნული ინიციატივა განსაკუთრებულ უპირატესობას ანიჭებს ისეთ ბიზნესებს, რომელთა (თანა)მფლობელები არიან და/ან მაღალ პოზიციაზე დასაქმებული ჰყავთ ქალები.
ადამიანური რესურსის განვითარება
პროგრამა სთავაზობს მონაწილეებს თემატურ ტრენინგებს და ბიზნესაქსელერაციის ფარგლებში მენტორობასა და ქოუჩინგს საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით. სასწავლო მოდულები ეხება ისეთ საკითხებს, როგორებიც არის: ბიზნესმოდელის განვითარება, ცვლილების მენეჯმენტი, ფინანსური დაგეგმარება, ცირკულარული ბიზნესმოდელის შექმნა და ა.შ.