ორგანიზაცია CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა და ნორვეგიის მხარდაჭერით და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნების სამინისტროსთან თანამშრომლობით აცხადებს კამპანიას კომპანიებისა და ორგანიზაციებისთვის.
კონკურსი მიზნად ისახავს:
1. კომპანიებისა და ორგანიზაციების წახალისებას თავიდან აირიდონ, ან შეამცირონ ერთჯერადი გამოყენების პლასსმასის პროდუქტების შესყიდვა და მოხმარება, ჩაანცვლონ ისინი უფრო მდგრადი (ხანგრძლივი გამოყენების) პროდუქტებით და დანერგონ ცირკულარული მიდგომები;
2. მწვანე პოლიტიკის გამტარებელი კომპანიებისა და ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციას და კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გაზრდას მწვანე ინიციატივების განხორციელებაში.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ კერძო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელ კომპანიებსა და ორგანიზაციებს, მათ შორის ჰორეკა სექტორის წარმომადგენლებს.
კონკურსში მონაწილეობის ეტაპები:
I ეტაპი: კომპანიების და ორგანიზაციების რეგისტრაცია – დაინტერესებულმა კომპანიებმა და ორგანიზაციებმა უნდა გაირონ რეგისტრაცია 2024 წლის 26 თებერვლის ჩათვლით და წარმოადგინონ ინფორმაცია, თუ რომელი სახის ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის პროდუქტების შემცირებას აპირებენ, რა გზით და რა პროცენტულობით;
II ეტაპი: კომპანიებსა და ორგანიზაციებს შესაძლებლობა ექნება დაესწრონ ტრენინგს ნარჩენების ინვენტარიზაციისა, მწვანე შესყიდვებსა და ქცევაზე ორიენტირბულ მიდგომებზე. პერიოდი – 2024 წლის აპრილი
III ეტაპი: აპლიკანტების მიერ მწვანე ინიციატივების განხორციელების ფაზა; პერიოდი – 2024 წლის მაისიდან 1 სექტემბრის ჩათვლით. განხორციელების პერიოდში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დაესწრონ საკონსულტაციო შეხვედრებს;
IV ეტაპი: განხორციელებული ინიციატივების შესახებ ანგარიშის წარდგენა – 2024 წლის 1 ოქტომბერი;
V ეტაპი: შემოსული ანგარიშების შეფასება მოწვეული ჟიურის მიერ – 2024 წლის ოქტომბერი;
VI ეტაპი: სერთიფიკატების მინიჭება კომპანიების და ორგანიზაციებისათვის 2024 წლის ნოემბერი.
კონკურსი და მასში მონაწილე კომპანიები და ორგანიზაციები გაშუქდება მედიაში, ასევე CENN-ის სოციალურ ქსელში.
კამპანია ორგანიზებულია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, ინიციატივის „ლიდერობა, თანასწორობა, ადვოკატირება და დემოკრატია“ (LEAD) ფარგლებში.