CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, აგრძელებს ფერმერების შესაძლებლობების განვითარებას კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის დანერგვისათვის. ამ მიზნით, მარნეულის მუნიციპალიტეტის 15 ფერმერი კახეთის მეურნეობებს და გადამამუშავებელ საწარმოებს ესტუმრა.
ტური მოიცავდა ვიზიტებს ხეხილის თანამედროვე ბაღებში, მოცვის და დეკორატიული მცენარეების სანერგეებში, ორგანულ წარმოებებსა და ხილ-ბოსტნეულის გადამამუშავებელ საწარმოებში.
კახეთის ტური ჩატარდა კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა PRAISE MARNEULI – პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლების შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.