Nike, ცნობილი გლობალური ბრენდი, ფოკუსირებულია შექმნას პროდუქტები, რომლებსაც გარემოზე ნაკლები ზემოქმედება აქვთ. ბრენდის დიზაინერები მოდელების შესაქმნელად იყენებენ გადამუშავებულ მასალებსა და ინოვაციურ ქსოვილებს.
Nike-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო ცირკულარული გადაწყვეტაა Nike Grind, პროგრამა, რომელიც ამუშავებს მომხმარებლის მიერ გამოყენებულ ნივთებსა და წარმოების შემდგომ ნარჩენებს ახალი პროდუქტების მასალებად გამოსაყენებლად.
Nike Grind გულისხმობს გადაყრილი ფეხსაცმლის შეგროვება-დამუშავებასა და ნარჩენების წარმოებას, რომლებიც შემდეგ გარდაიქმნება ისეთ მასალებად, როგორიცაა რეზინა, ქაფი და ქსოვილი. მიღებულ მასალებს Nike-ის სხვადასხვა პროდუქტებში იყენებს, რაც ხელს უწყობს closed-loop სისტემის არსებობას.
დამატებით, Nikeიყენებს პლასტმასის ბოთლებს გადამუშავებული პოლიესტერის დასამზადებლად. ამ ინიციატივის შედეგად, ყოველწლიურად ხერხდება დაახლოებით 1 მილიარდი პლასტმასის ბოთლის გატანა ნაგავსაყრელებიდან და წყლის არხებიდან.
კომპანია ასევე იყენებს Flyknit-ს, მსუბუქ ქსოვილს, რომელიც ასევე დამზადებულია გადამუშავებული პლასტმასისგან. თითოეული ფეხსაცმლისთვის საჭირო ქსოვილის დასამზადებლად, კომპანია ამუშავებს დაახლოებით 6-7 პლასტმასის ბოთლს.
Nike-ს ასევე აქვს Nike’s Refurbished პროგრამა. ამ ინიციატივის მეშვეობით, მომხმარებლების მიერ დაბრუნებული გამოყენებული ფეხსაცმელი შემოწმდება, იწმინდება და გარემონტდება ხარისხის სტანდარტების შესაბამისად. შემდეგ ეს განახლებული ფეხსაცმელი იყიდება Nike-ის საცალო არხების საშუალებით ფასდაკლებულ ფასებში, როგორც ონლაინ, ასევე შერჩეულ მაღაზიებში.
ყოველდღე, Nike დგამს მცირე ნაბიჯებს, რომლებსაც მივყავართ დიდ შედეგებამდე ნულოვანი ნარჩენების მომავლისკენ.
ლოს ანჯელესში დაფუძნებული კომპანია ცირკულარული ეკონომიკის შესანიშნავი მაგალითია. Replenish უსარგებლო შეფუთვის პრაქტიკას უპირისპირდება სხვადასხვა დანიშნულების, მრავალჯერადი გამოყენების ბოთლებით.
ბევრი საწმენდი პროდუქტი, რომელსაც ჩვენ ვყიდულობთ, ძირითადად შეიცავს წყალსა და მხოლოდ მცირე რაოდენობით აქტიურ ინგრედიენტს.სინამდვილეში, გამწმენდის ტიპიური ბოთლი შეიცავს 90% წყალს და 10% -ზე ნაკლებ რეალურ ღირებულ ინგრედიენტებს. მიუხედავად ამისა, ყველა პროდუქტი სათითაოდ შეფუთულია ერთჯერად პლასტმასის ბოთლებში, რასაც მივყავართ რესურსების არასაჭირო ხარჯვამდე. Replenish-მა გადაწყვიტა ამ პრობლემის მოგვარება მრავალჯერადი გამოყენების სპრეის ბოთლებით, რომლებიც 2 ნაწილად იყოფა: წყლისა და კონცენტრაციის ნაწილებისგან. მომხმარებელს შეუძლია იყიდოს მხოლოდ თხევადი კონცენტრატები, რომლებიც დასუფთავებიდან პირადი ჰიგიენის ჩათვლით პროდუქტებს მოიცავს. ეს ნიშნავს, რომ შეგიძლიათ ერთი ბოთლი სხვადასხვა მიზნებისთვის გამოიყენოთ. ერთჯერადი პლასტმასის ბოთლების ხელახალი შევსებით, კომპანია ნარჩენებს 90%-ით ამცირებს, ზოგავს ფინანსებს და უფრთხილდება გარემოს.
Replenish ინოვაციური იდეით ამცირებს ენერგიის ხარჯვას, პლასტმასის ნარჩენებს და ნახშირორჟანგის გამოყოფას 80-90 პროცენტით. გარდა ამისა, ამ ბიზნეს-მოდელის წყალობით, წყლის დიდ დისტანციებზე ტრანსპორტირება ფაქტობრივად საჭირო აღარ არის.
Loop-ის მიზანია გავლენა მოახდინოს რევერსული ლოჯისტიკის სისტემაზე. ის ააქტიურებს ცირკულარულ ეკოსისტემას სხვადასხვა კომპანიასთან კოლაბორაციით. Loop ოპერირებს საპირისპირო ლოჯისტიკის პრინციპით – აგროვებს შეფუთვებს მომხმარებლებისა და გამყიდველებისგან, შემდეგ ახარისხებს, ინახავს და ბოლოს ჰიგიენურად გაწმენდილ შეფუთვას მწარმოებელთან აბრუნებს.
Ბრენდებსა თუ საცალო მოვაჭრეებთან თანამშრომლობით, ამ ეტაპზე Loop წარმოდგენილია ამერიკაში, იაპონიასა და საფრანგეთში. კომპანია მიზნად ისახავს გააძლიეროს რევერსული ლოჯისტიკა არამხოლოდ რამდენიმე ქვეყანაში, არამედ მსოფლიოს გარშემო და მის მიერ დანერგილი საერთაშორისო, ხელახალი გამოყენების ეკოსისტემით მეორე (და არა მხოლოდ) სიცოცხლე მიანიჭოს ერთჯერადი გამოყენების ნივთებს.
Body Shop-ისთვის პლასტმასის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელად მხოლოდ პლასტმასის გამოუყენებლობა არ არის ერთადერთი გამოსავალი. კომპანია მხარს უჭერს ნარჩენების შემგროვებლებს, სთავაზობს მათ სანიტარულ სამუშაო პირობებს, სამართლიან ანაზღაურებას, პატივისცემასა და აღიარებას, რომელსაც ისინი ნამდვილად იმსახურებენ. კომპანიამ დაიწყო Community Trade-ის მიერ შეგროვებული და შემდეგ გადამუშავებული პლასტმასის გამოყენება 250მლ შამპუნისა და კონდიციონერის ბოთლებში.
2019 წელს Body shop-მა ხელახლა დანერგა პიონერული შევსების სქემა, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეიძინოს 250 მლ ალუმინის ბოთლი და შეავსოს იგი რვა შხაპის გელით. როგორც კი დაცარიელდება, მყიდველს შეუძლია მაღაზიას ესტუმროს და არსებული ბოთლი პროდუქციით თავიდან შეავსოს.
კომპანიამ ასევე დაიწყო გადამუშავების პროგრამა, რის შედეგადაც საშობაო საჩუქრებიდან ამოიღეს 21 ტონა პლასტმასი. 2021 წელს Body shop-მა დაიწყო ყველაზე მდგრადი თმის მოვლის შეთავაზება – ბოთლები და ტუბები 100%-ით გადამუშავებადია და დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული პლასტმასისგან.
ამჟამად Body shop-ის შეფუთვის 68%-ზე მეტი ტექნიკურად შეიძლება გადამუშავდეს.
ბოლო ერთი წელია Radisson-მა მის ობიექტებში ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას ნივთების მოხმარება მინიმუმამდე დაიყვანა. კომპანიამ პლასტმასას ნივთების ალტერნატივებით ჩანაცვლება გადაწყვიტა.
Სასტუმროს ნომრებში აბაზანის მინი პლასტმასის ბოთლები ჩანაცვლდა დიდი, შევსებადი დისპენსერებით. Თავდაპირველად, ეს ნივთები კომპანიის ყველა დიდი სასტუმროს 10-10 და პარკ ჰოტელის 70-ვე ნომერში შეიცვალა.
Შემდეგი ჯერი პლასტმასას საწრუპებისა და ამრევების ჩანაცვლებაზე მიდგა. Კომპანიამ იპოვა ახალი მომწოდებელი და არსებული პლასტმასას ნივთები ხის ნივთებით ჩაანაცვლა. Გარდა ამისა, საკონფერენციო სივრცეებში პლასტმასას წყლის ბოთლები შეცვალეს მინის ბოთლებით და ამით თვეში დაახლოებით 1000 ბოთლით ნაკლები წყალი დაიხარჯა.
Silk Hospitality ასევე თანამშრომლობს ქართულ საწარმო “ტენესთან”, რომელსაც თვეში 400 კგ-ზე მეტ პლასტმასასა და 2600 კგ მინის ნარჩენს აბარებს.
კომპანიამ ცირკულარული ეკონომიკის ხელშეწყობის მიზნით სასტუმრო ოთახებიდან სრულად ამოიღო ერთჯერადი მოხმარების საშხაპე შეფუთვები, რომლებიც ჩაანაცვლა მრავალჯერადი დისპენსერებით. გარდა ამისა, ბრენდი აღარ იყენებს წყლის დისპენსერებს, რადგან გადავიდა ცენტრალიზებულ წყლის მოწოდების სისტემაზე. ამით კომპანიამ საგრძნობლად შეამცირა პლასტმასის ბოთლებისა და ერთჯერადი ჭიქების მოხმარება. ნარჩენების მართვისთვის კომპანია აქტიურად იყენებს სეპარირებულ ურნებს.
ინიციატივების შედეგად სასტუმროს მთელ ტერიოტრიაზე ერთჯერადი მოხმარების პლასტმასა 80%-ზე მეტი მაჩვენებლით არის შემცირებული.