ხანგრძლივობა: 2023-2027
გეოგრაფიული დაფარვა: აჭარის ა/რ: ქედა, ხულო; გურია: ჩოხატაური; კახეთი: გურჯაანი, ლაგოდეხი, საგარეჯო; მცხეთა-მთიანეთი: დუშეთი; სამეგრელო-ზემო სვანეთი: ზუგდიდი, მესტია, ჩხოროწყუ.
განმახორციელებელი: CENN
დონორი: ავსტრიის განვითარების სააგენტო (ADA)
საქართველოს სოფლების მოწყვლადი თემების სიღარიბის დონის შემცირება, გაუმჯობესებული საარსებო პირობების შექმნა და კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადობის გაზრდა.
პროექტი ითვალისწინებს სექტორთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური მმართველობისთვის, ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიზნით;
ასევე, ეროვნული სატყეო სააგენტოს (NFA) ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას ტყის კოდექსისა და NDC-ების განხორციელების მიზნით;
კერძო სექტორისა და ფერმერების ჩართვას ტყის პროდუქტების ბაზრის განვითარებასა და მდგრადი ენერგეტიკული გადაწყვეტების დანერგვაში;
სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგონების ჩართულობის გაზრდას ტყესთან დაკავშირებულ ეკონომიკურ მიმართულებებში;
მწვანე განათლების ხელშეწყობას და გარემოსადმი პასუხისმგებლიანი ქცევის ადვოკატირებას ქვეყნის მასშტაბით.
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
ადგილობრივ დონეზე იქმნება შემოსავლის ზრდის შესაძლებლობები და მცირდება ანთროპოგენური ზეწოლა ტყეებზე – სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციის, ტყის მრავალფუნქციური, მდგრადი გამოყენების, დეცენტრალიზაციის ხელშეწყობისა და ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი თემების გაძლიერების შედეგად.
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ და იყენებენ ეფექტიან ინსტრუმენტებსა და მექანიზმებს – სექტორთაშორისი თანამშრომლობის, საზოგადოების ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღებისა და მწვანე ბიუჯეტის შესაქმნელად, სოფლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების (ფოკუსირებული ტყის რესურსების მდგრად გამოყენებაზე) განსახორციელებლად 2027 წლამდე.
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინსტიტუციური და ტექნიკური შესაძლებლობები გაძლიერებულია ტყის კოდექსისა და NDC-ის ვალდებულებების ეფექტიანი შესრულებისათვის.
ბიზნეს გარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
ტყის რესურსების კომერციული გამოყენების სტიმულირებითა და კერძო სექტორის, ისევე, როგორც ფერმერების შესაძლებლობების გაძლიერებით, ტყის მდგრადად წარმოებული პროდუქტების ბაზრის გაზრდა და გაფართოება.
გენდერული თანასწორობა და ქალთა გაძლიერება
ქალებსა და გოგონებს, განსაკუთრებით სოფლად მცხოვრებთ, აქვთ შემოსავლის დივერსიფიკაციის შესაძლებლობა, ტყის რესურსების მდგრადი გამოყენებით.
საგანმანათლებლო სისტემების გაძლიერება
ახალგაზრდებს, მოწყვლად ჯგუფებსა და სამოქალაქო საზოგადოებებს აქვთ გაუმჯობესებული უნარი და დამატებითი შესაძლებლობები, აქტიურად ჩაერთონ გარემოსდაცვით ადვოკატირებაში, სოციალურ აქტივიზმში, ტყის დამოუკიდებელ მონიტორინგსა და ნდობის აღდგენის ღონისძიებებში.