ნიკო კეცხოველის პრემია 2026 და ეკოკლუბების რეგისტრაცია დაიწყო.
ნიკო კეცხოველის პრემია – სასკოლო ეკოკლუბების კონკურსია. კონკურსის მთავარი მიზანია, უკეთ დაგანახოთ, რომ საკუთარი ხელით შეგიძლიათ განახორციელოთ ცვლილებები და გააუმჯობესოთ ბუნებრივი და სოციალური გარემო. კონკურსში მონაწილეობის მიღებით თქვენ თავად გახდებით მდგრადი განვითარების პროცესის მონაწილენი.
2025-2026 წლის საკონკურსო თემაა – სიცოცხლის წყარო (SDG 6). ყველამ ვიცით, რომ ვიზუალურად დედამიწა მწვანე კი არა, ლურჯი პლანეტაა. სწორედ ასეთი ჩანს ის კოსმოსიდან. მის ამ ულამაზეს ფერს წყალი განსაზღრავს. „სიცოცხლის წყარო“ მეტაფორა ნამდვილად არ არის – სწორედ წყალმა შექმნა სიცოცხლისთვის აუცილებელი პირობები ჩვენს პლანეტაზე. მეცნიერები იმაზეც თანხმდებიან, რომ წყლის არსებობა უკვე ავტომატურად ნიშნავს სიცოცხლის არსებობას.
სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა თანამედროვე ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი, ფუნდამენტური უფლებაა, რომლითაც, სამწუხაროდ, პლანეტის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ სარგებლობს. წყლის დაბინძურებისა და დეფიციტის გამო კაცობრიობა შეიძლება კიდევ უფრო დიდი, გლობალური კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს, რაც კლიმატის ცვლილებით, წყლის რესურსების არარაციონალური მართვით და პირველ რიგში, წყლის დაბინძურებით არის გამოწვეული.
შენ შეგიძლია იყო მნიშვნელოვანი ცვლილებების მომტანი. შემოუერთდი კონკურსს დღესვე, იაქტიურე, მიიღე გამოცდილება და პრიზები.
გაიარე რეგისტრაცია . კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია და წესები იხილეთ გზამკვლევში.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.
SDG
Strengthening of education systems
განათლების სისტემის გაძლიერება
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა