2023-2024 საკონკურსო წელს, 173 ნახევარფინალისტი ეკოკლუბიდან ფინალურ ეტაპზე 42 გადავიდა და მათ შორის საქართველოს ყველა რეგიონიდან არის წარმომადგელი, ოკუპირებული აფხაზეთის ჩათვლით.
ეკოკლუბებმა წარმატებით შეძლეს ონლაინ რეჟიმში, ჟიურის წინაშე თავიანთი ძირითადი მიღწევების წარდგენა. მოსწავლეებმა ZOOM პლატფორმის მეშვეობით, მდგრადი განვითარების მიზნების შესაბამისად განხორცილებული აქტივობები წარადგინეს.
მათ ჟიურის წევრებისაგან შეფასებებთან ერთად, რჩევები და დეტალური რეკომენდაციები მიიღეს.
მადლობას ვუხდით დონორ ორგანიზაციას – ავსტრიის განვითარების თანამშრომლობას, ჟიურის წევრებს, მხარდამჭერ ორგანიზაციებსა და თითოეულ მონაწილე მოსწავლესა და მასწავლებელს.
შევხვდებით სულ მალე, ფინალში და, რაც მთავარია, ახალ საკონკურსო წელს.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ 2014 წელს დაფუძნდა. მასში მონაწილე სკოლების ეკოკლუბები მთელი წლის განმავლობაში ახორციელებენ გარემოსდაცვით და სოციალურ ინიციატივებს. გამარჯვებული სკოლები კი ჯილდოვდებიან ფინანსური და ექსპერტული მხარდაჭერით სასკოლო პროექტებისთვის. „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიას” მხარს უჭერს ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა.
გაიცანით გამარჯვებული სკოლები:
- დაგვას საჯარო სკოლა
- ფრიდონ თურმანიძის სახელობის მერისის საჯარო სკოლა
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა
- მურთაზ ირემაძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის საჯარო სკოლა
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა
- თბილისის #137 საჯარო სკოლა
- ზურაბ იარაჯულის სახელობის თბილისის #106 საჯარო სკოლა
- თბილისის #127 საჯარო სკოლა
- წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია
- როსტომ აბრამიშვილის სახელობის საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სარეკის საჯარო სკოლა
- ბაღდათის #2 საჯარო სკოლა
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა
- ტყიბულის #2 საჯარო სკოლა
- ქუთაისის #21 საჯარო სკოლა
- ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლა
- საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბადიაურის საჯარო სკოლა
- დედოფლისწყაროს #2 საჯარო სკოლა
- მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის აფენის #1 საჯარო სკოლა
- დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საშაბუროს საჯარო სკოლა
- ცაგერის მუნიციპალიტეტი სოფელ ზუბის საჯარო სკოლა
- წვირმის საჯარო სკოლა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა
- გელა ჭედიას სახელობის მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეციცხვაიეს საჯარო სკოლა
- ზუგდიდის #8 საჯარო სკოლა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის საჯარო სკოლა
- Ზუგდიდის #1 საჯარო სკოლა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარის #1 საჯარო სკოლა
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის კოკის საჯარო სკოლა
- ფოთის #4 საჯარო სკოლა
- ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარხანის საჯარო სკოლა
- ურავლის საჯარო სკოლა
- რუსთავის #14 საჯარო სკოლა
- დიმიტრი უზნაძის სახელობის რუსთავის #9 საჯარო სკოლა
- რომან ზოიძის სახელობის შულავერის #1 საჯარო სკოლა
- რუსთავის #18 საჯარო სკლა
- ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ გორის #9 საჯარო სკოლა
- ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის #1 საჯარო სკოლა
- კერძო სკოლა თამარიონი
- გორის #11 საჯარო სკოლა
- გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბის საჯარო სკოლა
- აფხაზეთის #15 სკოლა
ADA
ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო სექტორის განვითარება
ახალაგზრდების განვითარება მეწარმეობა და ლიდერობა
გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების მართვა
დემოკრატია და კარგი მმართველობა
კლიმატის ცვლილება გარემო და ენერგია
სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება
ცირკულარული ეკონომიკა და რესურსეფექტიანობა