CENN-მა, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით, ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალურ შეხვედრას უმასპინძლა.
ფინალური შეხვედრის მონაწილე საქართველოს 42 სკოლის ეკოკლუბის წარმომადგენლებმა ჟიურისა და დამსწრე აუდიტორიას ის მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური საქმიანობები წარუდგინეს, რომლებიც თავიანთ ქალაქებსა თუ სოფლებში წლის განმავლობაში განახორციელეს.
ფინალურ შეხვედრაზე გამოვლინდნენ გამარჯვებული სკოლები:
I ადგილი – წყალტუბოს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია
II ადგილი – რუსთავის #14 საჯარო სკოლა
III ადგილი – ნიკოლოზ (ნიკო) კეცხოველის სახელობის გორის #1 საჯარო სკოლა
გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ ფულადი ჯილდო სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისათვის:
I ადგილის მფლობელი – 5,000 ლარი
II ადგილის მფლობელი – 4,000 ლარი
III ადგილის მფლობელი – 3,000 ლარი
გარდა ამისა, დასახელდნენ კონკურსის პარტნიორების რჩეული ეკოკლუბები და დაჯილდოვდნენ სპეციალური პრიზებით:
ეროვნული სატყეო სააგენტოს რჩეული ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლა გახდა
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი-მა გამოვალინა „მწვანე ჯილდოს“ მფლობელი მასწავლებელი – მედეა ობოლაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯას საჯარო სკოლიდან. ასევე, ცენტრმა სპეციალურ ნომინაციაში – „წლის ეკო-სპიკერი“დაასახელა – ელენე იაშვილი, ქუთაისის #21 საჯარო სკოლიდან.
ორგანიზაცია CENN-მა გამარჯვებულების გარდა, გამოავლინა 6 რჩეული ეკოკლუბი, რომლებსაც გადაეცათ 200 ლარიანი ბიბლუსის სასაჩუქრე ვაუჩერები – აფხაზეთის #15 სკოლა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ კუჭატნის საჯარო სკოლა, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მერისის საჯარო სკოლა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურის საჯარო სკოლა, თბილისის #106 საჯარო სკოლა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას საჯარო სკოლა.
ფინალური შეხვედერა გახსნეს და მისასალმებელი სიტყვით წარდგნენ: ლოღან ჯორჯ ეტიენ ნიკოლი – CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი; ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე. თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი;
ფინალურ შეხვედრაზე ჟიურის წევრებს შორის იყვნენ და მონაწილეებს აფასებდნენ:
ნათია იორდანიშვილი – ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე;
თამარ ალადაშვილი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი;
ლადო აფხაზავა – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ელჩი და წლის მასწავლებელი (2019);
მარიამ ბიკაშვილი – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტი.
ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია ხორციელდება CENN-ის მიერ, პროექტის – მწვანე კავკასია – ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.