ნორვეგიის საელჩო საქართველოში უერთდება კონკურსს „შეამცირე პლასტმასის გამოყენება“ და ისწრაფვის ერთდჯერადად მოხმარებადი პლასტმასის შემცირებისკენ.
“პლასტმასით დაბინძურება გლობალური გამოწვევაა, რომელთან გამკლვებაც მოითხოვს სასწრაფო ყურადღებას და მოქმედებას საერთაშორისო დონეზე. 2014 წელს გაეროს პირველი გარემოსდაცვითი ასამბლეის შემდეგ, ნორვეგია აქტიურად უწყობს ხელს პლასტმასით დაბინძურების შესაჩერებლად გატარებულ საერთაშორისო ღონისძიებებს.
ეკონომიკური ზრდა გარემოს მდგრადობის შესაბამისად უნდა მიმდინარეობდეს. მიუხედავად იმისა, რომ პლასტმასა ბევრ სარგებელს გვთავაზობს, გარემოსა და ოკეანეში მოხვედრის შემთვევაში, ის განსაკუთრებულ საფრთხეს წარმოადგენს. ნორვეგიის საელჩოში დახარისხების სისტემის დანერგვით, ცნობიერების ამაღლებით, შემცირებითა და სხვებისთვის იმავეს გაკეთების ბიძგის მიცემით, ვცდილობთ, შევამციროთ პლასტმასას მოხმარება.“ – რებეკა ლაი, მისიის ხელმძღვანელის მოადგილე.
კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერითა და პროკრედიტ ბანკთან პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG. კონკურსი 11 კომპანიასა და ორგნიზაციას აერთიანებს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასის შემცირების მიზნით.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.