Plastic Waste Prevention Project
ხანგრძლივობა: 2012-2023
გეოგრაფიული დაფარვა: საქართველო
განმახორციელებლები: CENN
დონორი: GIZ
გერმანიის მთავრობის მხარდაჭერითა და ქცევაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებით, CENN მუშაობს საჯარო, კერძო და სამოქალაქო სექტორების წარმომადგენლების ნარჩენების მართვის საკითხებში ჩართულობის გაზრდაზე. ამ მიზნით, პლასტმასის ნარჩენების პრევენციის პროექტის ფარგლებში, გამოცხადდა კონკურსი “შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება”, რომელშიც ჩართულია 12 ბიზნესი, მათ შორის ჰორეკა სექტორიდან, საერთაშორისო კომპანიები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საელჩოები. 5-თვიანი კონკურსის განმავლობაში მონაწილეები მუშაობენ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენების შემცირებაზე ქცევის ცვლილებისა და ეკოლოგიურად სუფთა სტრატეგიებისა და შესყიდვების პრაქტიკის შემუშავების გზით.
პლასტმასის ნარჩენების პრევენციის პროექტი მიზნად ისახავს (1) წაახალისოს კომპანიები და ორგანიზაციები თავიდან აიცილონ ან შეამცირონ ერთჯერადი პლასტმასის (SUP) ნივთების შესყიდვა და მოხმარება, შეცვალონ ისინი უფრო მდგრადი პროდუქტებით. ერთჯერადი პლასტმასი მოიცავს პროდუქტებს, როგორიცაა პოლიეთილების პარკები, PET ბოთლები, პლასტმასის ერთჯერადი დანა-ჩანგალი და ა.შ. (2) ასევე, პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს კომპანიებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც ახორციელებენ გარემოსადმი მეგობრულ ინიციატივებს და (3) აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება პლასტმასის ნარჩენების მართვის შესახებ.
წრიული
ეკონომიკა და
რესურსეფექტიანობა
თორმეტმა კომპანიამ და ორგანიზაციამ შეიმუშავა მწვანე ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ერთჯერადი მოხმარების პლასტმასის შემცირებაზე და ამ პროცესში მთავარი სტრატეგია ქცევაზე ორიენტირებული მიდგომის გამოყენებაა. სექტორული დაყოფის მიხედვით, სხვადასხვა ინსტიტუცია ახორციელებს როგორც შიდა, ასევე გარე სტრატეგიას პლასტმასის ნარჩენების შესამცირებლად და ისინი, მომხმარებლებს პლასტმასის ალტერნატივებს სთავაზობენ. მსგავსი ინიციატივები შემდეგმა ინსტიტუციებმა წარმოადგინეს:
- სილქ ჰოსფითალითი;
- სასტუმრო შერატონ თბილისი;
- აშშ-ის საელჩო საქართველოში;
- ნორვეგიის საელჩო საქართველოში;
- ბოლტი;
- ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი;
- ეფეს საქართველო;
- საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი;
- საქართველოს ფერმერთა ასოციაცია;
- Green Geo;
- მშვიდობის კორპუსი საქართველოში;
- APM ფოთის ტერმინალი.