საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უერთდება კონკურსს „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ და ცდილობს, რომ თავის ოფისებში მაქსიმალურად შეამციროს ერთდჯერადად მოხმარებადი პლასტმასის გამოყენება.
“საქართველოს ფერმერთა ასოციაცია მუდმივად ცდილობს, რომ მდგრადი განვითარების პრინციპების მიხედვით იმუშაოს. გვჯერა, რომ ყველაფერი უნდა დაიწყოს ჩვენი თითოეული თანამშრომლიდან და სამუშაო გარემოდან, რათა გარემოს მდგრად განვითარებაზე ზრუნვა ყოველი სამუშაო დღის ნაწილი გახდეს.
ასოციაციის ოფისებში ცნობიერების ამაღლების, ნარჩენების შემცირების, დახარისხებისა და გადამუშავების კუთხით აქამდეც გვქონდა გადადგმული გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ ეს კონკურსი არაჩვეულებრივი საშუალებაა, გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და ორგანიზაციაში ნარჩენების პრობლემას სისტემურად მივუდგეთ. პირველ რიგში, პროცედურების შეცვლით მოვახდინოთ პრევენცია, მაქსიმალურად შევზღუდოთ ერთჯერადი პლასტმასის შესყიდვა და გამოყენება, ხოლო რასაც ვერ შევამცირებთ, ვმართოთ სწორად და ავირიდოთ მათი ნაგავსაყრელზე მოხვედრა.” – ილია კუნჭულია, პროექტების მენეჯერი
კონკურსი ორგანიზებულია გერმანიის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის: “ერთჯერადად გამოყენებადი პლასტმასის შემცირება” ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, GIZ, Prevent Waste Alliance-ისა და Rare-ის მხარდაჭერით, პროკრედიტ ბანკთან და პარტნიორობით. პროექტის მედია პარტნიორია BMG.
გადადი ბმულზე და გაიგე მეტი.