CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუორნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს პროექტს „შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება“ საქართველოში პლასტმასის ნარჩენების შემცირებისა და ცირკულარული ეკონომიკის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში CENN აცხადებს კონკურსს სკოლებისთვის SOS Plastic. აღნიშნული კონკურსის მიზანია, სკოლებისა და მოსწავლეების წახალისება თავიდან აირიდონ ერთჯერადი პლასტმასის მოხმარება.
სამთვიანი კამპანია დაეხმარება სკოლებს მეტი გაიგონ საკუთარი პლასტმასის ნაკვალევის შესახებ, იპოვონ რეალური გზები და გაეცნონ მდგრად პრაქტიკებს ერთჯერადი მოხმარების პლატსმასის შემცირების მიზნით. ამასთანავე, აღნიშნული კამპანია ემსახურება მოსწავლეებსა და მასწავლებლებში ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას მდგრადი მოხმარების ხელშეწყობის კუთხით.
კამპანიის ეტაპები:
I ეტაპი: განაცხადების მიღება
მონაწილეობის მსურველმა სკოლებმა უნდა შეადგინონ პლასტმასის ნარჩენების შემცირების გეგმა და შეავსონ სარეგისტრაციო ბმული. ნარჩენების შემცირების გეგმის შაბლონი იხილეთ აქ.
II ეტაპი: სკოლების შერჩევა და ტრენინგების ჩატარება
შეირჩევა 20 სკოლა, რომლებიც გაივლიან ტრენინგს შემდეგ თემებზე:
- პლასტმასით დაბინძურება, პლასტმასის ალტერნატივები, ნარჩენების მართვა მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის;
- სკოლების პლასტმასის ნაკვალევის აუდიტი (მოსწავლეებს და მასწავლებლებს მიეცემათ toolkit-ები, რათა გამოარკვიონ ყველა ერთჯერადი გამოყენების პლასტმასი, რომელიც გამოიყენება სკოლაში);
- ინტერვენციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება და მენტორშიფი.
სკოლების შესარჩევი კრიტერიუმები იხილეთ აქ.
III ეტაპი: ინდივიდუალური სამოქმედო გეგმების განხორციელება
3 თვიანი კამპანია ერთჯერადი პლასტმასის მოხმარების შესამცირებლად
კამპანიის განხორციელების შემდეგ:
- შერჩეული 20 სკოლის მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის გაიცემა სერტიფიკატები
- საუკეთესო კამპანის მქონე 3 სკოლას გადაეცემა პრიზები
ტრენინგებისა და ერთობლივი კამპანიის დაგეგმვის იდეა მოიაზრებს სკოლების წახალისებას, აღმოაჩინონ და გამოიკვლიონ თავიანთი პლასტმასის ნაკვალევი, მოიძიონ ინფორმაცია ნარჩენების წყაროების შესახებ და შეეცადონ მათ შემცირებას ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული კრეატიული აქტივობების განხორციელების გზით.
- კამპანიის გამოცხადება და რეგისტრაცია: 19 – 26 მარტი, 2024
- 20 სკოლის შერჩევა: 25 მარტის კვირა
- შერჩეული სკოლებისა და კამპანიის დაწყების გამოცხადება: 30 მარტი, ნულოვანი ნარჩენის დღე
- ორდღიანი ონლაინ ტრენინგი: 8-12 აპრილის პერიოდი, 2024
- დამუშავებული გეგმის გაგზვანა: 17 აპრილი, 2024
- მენტორინგის სესიები თითოეულ სკოლასთან: აპრილი
- კამპანიის იმპლემენტაციის პერიოდი: აპრილი-ივნისი, 2024
- კამპანიის იმპლემენტაციის ანგარიშის წარდგენა: 7 ივნისი
- კამპანის შეფასება: 7-15 ივნისი, 2024
საბოლოო შეფასებაში მონაწილეობის მისაღებად შესასრულებელი აქტივობები/მოვალეობები:
- CENN-თვის საბოლო ანგარიშის წარდგენა 7 ივნისამდე, 2024;
- ტრენინგებზე დასწრება და მენტორებთან მუშაობა აქტივობების იმპლემენტაციისთვის;
- კამპანიის სამოქმედო გეგმის შესრულება.
საბოლოო შეფასებისათვის მოთხოვნილი აუცილებელი აქტივობები:
- ნარჩენების აუდიტის ჩატარება;
- სულ მცირე ერთი აქტივობა, რომელიც ამცირებს ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას.
გისურვებთ წარმატებებს!
CENN կազմակերպությունը՝ ՄԱԿ-ի Զարգացման ծրագրի (UNDP) և Նորվեգիայի աջակցությամբ, Վրաստանի կառավարության հետ համատեղ, սկսում է Վրաստանում պլաստիկ թափոնների կրճատման և շրջանաձև տնտեսության զարգացման նախագիծ։ Ծրագրի շրջանակներում CENN-ը հայտարարում է մրցույթ դպրոցների համար՝ SOS Plastic: Այս մրցույթի նպատակն է բարձրացնել ուսուցիչների և աշակերտների իրազեկվածությունը և խրախուսել նրանց՝ նվազեցնելու պլաստիկ թափոնների առաջացումը:
https://forms.gle/4ZvPcjALJBqdFmY99
CENN təşkilatı Birləşmiş Millətlər Təşkilatının İnkişaf Proqramı (UNDP) və Norveçin dəstəyi ilə Gürcüstan hökuməti ilə əməkdaşlıq edərək Gürcüstanda plastik tullantıların azaldılması və sirkulyar iqtisadiyyatın inkişafı layihəsinə başlayır. CENN layihə çərçivəsində məktəblər üçün “SOS Plastic” müsabiqəsi elan edir. Bu müsabiqənin keçirilməsində məqsəd müəllim və şagirdlərin maarifləndirilməsi, onları plastik tullantıların yaranmasını azaltmağa təşviq edilməsidir.