CENN, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ნორვეგიის მხარდაჭერით, პროექტის “შევამციროთ პლასტმასით დაბინძურება საქართველოში” ფარგლებში იწვევს სკოლებს პლასტმასის ნარჩენების მართვის თემაზე ტრენინგებში მონაწილეობის მისაღებად.
ტრენინგების მიზანია, ნარჩენების სწორი და ცირკულარული მართვის მნიშვნელობაზე სასკოლო საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პლასტმასის დაბინძურებით გამოწვეული შედეგების შესახებ პრაქტიკული მაგალითების გაზიარება, მისი მოხმარების შემცირების წახალისების მიზნით.
მიღებული აპლიკაციების საფუძველზე შეირჩევა 20 სკოლა, რომლებსაც ინდივიდუალურად ჩაუტარდებათ ტრენინგები ნოემბრის, დეკემბრისა და იანვრის თვეებში როგორც ონლაინ, ისე ფიზიკურ სივრცეში.
ტრენინგებში მონაწილეობა შეუძლიათ 10-18 წლის სკოლის მოსწავლეებს საქართველოს შემდეგი რეგიონებიდან: ქვემო ქართლი, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, თბილისი.
სასურველია ტრენინგში თითო სკოლიდან 20 მოსწავლის მონაწილეობა.
ტრენინგიდან ერთი კვირის განმავლობაში, მიღებული ცოდნის საფუძველზე, თითოეულმა მონაწილე სკოლამ უნდა მოამზადოს ერთ წუთიანი ინფორმაციული ხასიათის ვიდეო ნარჩენების სწორი მართვის შესახებ.
საუკეთესო ვიდეოს ავტორ 3 სკოლას გადაეცემა თემატური პრიზი. გამარჯვებული სკოლები გამოვლინდებიან მარათონის დასასრულს.
დაინტერესებულმა სკოლებმა აპლიკაცია უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/pGd7RCzmdXnVtmXA8
აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი, 2024.
შერჩეულ სკოლებს ტრენინგის ჩატარების თარიღების შესახებ ინდივიდუალურად დავუკავშირდებით.
გისურვებთ წარმატებას!