New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცვლილების საწყისები: ინტერსექციული მწვანე ფემინიზმი და ახალგაზრდების აქტივიზმი საქართველოში “ ფარგლებში, CENN-ისა და GrlzWave-ის ორგანიზებით და MELLEMFOLKELIGT SAMVIRKE ActionAid-ის მხარდაჭერით, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, ახალგაზრდებისთვის 5-დღიანი მწვანე ფემინისტური ბანაკი გაიმართა.
ბანაკი მიზნად ისახავდა ქართველი ახალგაზრდების გაძლიერებას გარემოს დაცვის, გენდერული თანასწორობის, ფემინიზმისა და საარჩევნო საკითხების მიმართულებებით. ბანაკის მონაწილეები ჩართულნი იყვნენ ინტერაქციულ სემინარებში, დისკუსიებში და პრაქტიკულ აქტივობებში, რომლებიც მიზნად ისახავდა ამ კრიტიკული თემების გაგების გაღრმავებასა და მომავალში ამ მიმართულებებით ეფექტიანად მუშაობის შესაძლებლობას.
ფოტოები: ActionAid Denmark
ქართველ ახალგაზრდებს ბანაკში დანიელი ახალგაზრდებიც შემოუერთდნენ, რომლებიც საქართველოში გაცვლითი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ბანაკი და გაცვლითი ტური კარგი შესაძლებლობა იყო ქართველ და დანიელ ახალგაზრდებს შორის გაძლიერებულიყო კავშირები, გაეზიარებინათ თავიანთ ქვეყნებში არსბეული ვითარება სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტივიზმის მიმართულებებით.
ბანაკის მონაწილეებმა ასევე შეიმუშავეს მწვანე და ფემინისტური საარჩევნო დაპირებები და რეკომენდაციები, რომლებსაც ისინი 2024 წლის არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს საარჩევნო პროგრამებში გასათვალისწინებლად შესთავაზებენ.
ბანაკში მონაწილეობა 15 ქართველმა და 9 დანიელმა ახალგაზრდამ მიიღო.
ფოტოები: ActionAid Denmark
მწვანე ფემინისტური ბანაკი გაიმართა New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის “ცვლილების საწყისები: ინტერსექციული მწვანე ფემინიზმი და ახალგაზრდების აქტივიზმი საქართველოში“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს MELLEMFOLKELIGT SAMVIRKE ActionAid, CENN და GrlzWave-თან თანამშრომლობით.