CENN-მა ევროკავშირის მხარდაჭერით, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის ჩეხეთის რესპუბლიკაში სოციალური სერვისების სასწავლო ტურს უმასპინძლა.
ექვსდღიანი ვიზიტის განმავლობაში, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქებში სხვადასხვა ტიპის სერვისების მიწოდების პრაქტიკებს, მათ შორის იყვნენ:
- გასაჭირში მყოფ დედათა და ბავშვთა სახლი „წმინდა მარგარეტის სახლი“;
- თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისთვის „ბრნოს ეპარქიის კარიტასი“;
- ხანდაზმულთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი „სლავკოვ-უ-ბრნას დღის ცენტრი;
- საკონტაქტო ცენტრი რომელიც ემსახურება არალეგალური ნარკოტიკული საშუალებებისა და ალკოჰოლის მომხმარებლებს, ნარკოტიკულ ნივთიერებებზე დამოკიდებულების რისკის ქვეშ მყოფ პირებს, აზარტულ თამაშებს დამოკიდებულ ადამიანებსა და მათ ახლობლებს;
- „რუბიკონი“, რომელიც ადამიანებს კრიმინალური წარსულის დაძლევაში ეხმარება;
- ჰოდონინის სოციალურ-სამედიცინო ცენტრი „POHODA“, რომლის მისაა ბავშვებისა და ახალგაზრდების დახმარება და მხარდაჭერა რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებში;
- „წმინდა ოჯახის სახლი, რომელიც ზრუნავს გონებრივი და კომბინირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე;
მონაწილეები ასევე შეხვდნენ ადგილობრივი და ცენტრალური სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მოისმინეს მათი მიდგომა სოციალური სერვისების დაგეგმვისა და მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით.
სასწავლო ვიზიტი განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება ინკლუზიური და მწვანე პოსტ-კოვიდ აღდგენისათვის“ ფარგლებში, რომელსაც CENN პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. სასწავლო ვიზიტის ადგილობრივი პარტნიორი ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი იყო.