ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – მწვანე გურია – ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მწვანე ზრდისთვის – ფარგლებში, ჩოხატაურის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წესდების სამუშაო ვერსია და სექტორული მიმართულებები დამტკიცდა.
ჩოხატაურის LAG-ის წესდება და სექტორული მიმართულებები ჯგუფის მმართველმა საბჭომ, სამუშაო შეხვედრაზე დაამტკიცა. წესდების ფარგლებში გაიწერა LAG-ის ორგანიზაციული მიმართულებები, მიზნები, საქმიანობის ფორმები და ვალდებულებები. სექტორულ მიმართულებებად განისაზღვრა:
- ადგილობრივი ეკონომიკური განვითარება – მცირე და საშუალო მეწარმეობის ხელშეწყობა;
- სოფლის განვითარება;
- განათლება, კულტურა და სპორტი;
- ახალგაზრდების ჩართულობის მხარდაჭერა;
- გარემოს დაცვა;
- ჯანდაცვა და სოციალური საკითხები;
- გენდერ მეინსტრიმინგი და ქალების გაძლიერება;
- საჯარო მმართველობა და თანამშრომლობა.
შეგახსენებთ, რომ ჩოხატაურის ადგილობრივ განვითარების ჯგუფს (LAG) მმართველი საბჭოს 15 წევრი ჰყავს, რომლებიც არჩევნების გზით, LAG-ის წევრების მიერ შეირჩნენ. LAG წარმოადგენს მუნიციპალიტეტის, კერძო, საჯარო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ აქტიურ მოქალაქეთა გაერთიანებას. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩართული იქნება სოფლის განვითარების პრიორიტეტების განსაზღვრაში, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავებაში, სტრატეგიის შესაბამისი საგრანტო პროექტების განხორციელებასა და მონიტორინგში.
პროექტი “მწვანე გურია ადგილობრივი დემოკრატიისა და სოფლის განვითარების მხარდაჭერა ინკლუზიური და მდგრადი მწვანე ზრდისთვის” ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD IV ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივ განვითარების ჯგუფთან (LAG) თანამშრომლობით.