ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიაში ფესტივალი “მწვანე გურია” გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, გურიაში ფესტივალი “მწვანე გურია” გაიმართა
ევროკავშირის მხარდაჭერით, CENN-მა, პარტნიორ ორგანიზაციებთან ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი “Young Pedagogues’ Union”თან, Institute of Democracy დემოკრატიის ინსტიტუტისა და Keda Leader • ადგილობრივი განვითარების ჯგუფი – LAG ერთად, ფესტივალს „მწვანე გურია” უმასპინძლა.
 
ფესტივალის მიზანი იყო გურიის ტურისტული და სამეწარმეო პოტენციალის პოპულარიზაცია და პროექტის დასასრულს, მიღწეული შედეგებისა და წარმატებების გაზიარება.
 
ღონისძიების ფარგლებში სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ:
  • გაცნობოდნენ ადგილობრივ ფერმერებსა და მეწარმეებს და შეეძინათ მათი პროდუქცია;
  • დაეგემოვნებინათ გამორჩეული გურული ნაწარმი;
  • დაეთვალიერებინათ რეგიონის ტურისტული და სამეწარმეო ობიექტების ექსპოზიცია;
  • ჩართულიყვნენ კერამიკის ვორქშოფში.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში შეჯამდა პროექტის მიღწევები და გაიმართა პანელური დისკუსია თემაზე: „მწვანე გურიის“ პროექტის გავლენა რეგიონის განვითარებაზე: ბენეფიციარებისა და ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფების წარმომადგენელთა პერსპექტივები“.
 
დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს მობრძანებისთვის და ადგილობრივი მეწარმეების მხარდაჭერისთვის!
 
ფესტივალი გაიმართა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე „მწვანე გურიის“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან – ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან, დემოკრატიის ინსტიტუტთან და ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან ერთად.