მწვანე ინიციატივები და მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონებს შორის

მწვანე ინიციატივები და მჭიდრო თანამშრომლობა რეგიონებს შორის
წყალტუბოში გურიისა და აჭარის LAG-ების წარმომადგენლების გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 
 
შეხვედრის მთავარი თემები იყო:  საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარება; სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების დასახვა;  სათემო საჭიროებების იდენტიფიცირება და მათზე მორგებული ღონისძიებების დაგეგმვა.
 
შეხვედრა გაიმართა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „მწვანე გურია“ ფარგლებში. პროექტს ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, დემოკრატიის ინსტიტუტი და ქედის LAG.