მწვანე კავკასია – CENN & ADC ახალ პროექტს იწყებენ!

მწვანე კავკასია – CENN & ADC ახალ პროექტს იწყებენ!

ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მხარდაჭერით, CENN იწყებს ახალ პროექტს – მწვანე კავკასია.

 

პროექტის მთავარი მიზანი ტყის რესურსების მდგრადი, მრავალფუნქციური გამოყენების ხელშეწყობა და ამ გზით სოფლის ეკონომიკის დივერსიფიკაციაა. პროექტი აქცენტს დეცენტრალიზაციის ხელშეწყობაზე; ასევე, ქალების, ახალგაზრდებისა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებაზე გააკეთებს.

 

ახალი ინიციატივა ოთხი წელი გაგრძელდება და სხვა მრავალფეროვან აქტივობებთან ერთად სომხეთისა და საქართველოს თანამშრომლობის ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებას მოიცავს.

პროექტული სიახლეების გასაგებად თვალი ადევნეთ ჩვენს გვერდებს!