ხანგრძლივობა: 2022-2025
გეოგრაფიული დაფარვა: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, საქართველო
განმახორციელებლი: CENN
კონსორციუმის წევრები: ტრენინგებისა და კონსულტაციის ცენტრი (CTC),
ქვემო ქართლის მედია (KKM),
პირველი ევროპელი (FE)
დონორი: ევროკავშირი
კორონავირუსის შედეგად გამოწვეულმა პანდემიამ უფრო ნათელი გახადა სოციალურ და ჯანდაცვის სისტემებში არსებული გამოწვევები და სოციალური უთანასწორობა საქართველოს მოწყვლად რეგიონებში. ვირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის მრავალეთნიკურ რეგიონებზე, სადაც კიდევ უფრო გაღვივდა უთანასწორობის პრობლემა. გარდა ამისა, კორონავირუსმა მკვეთრად გააუარესა სოციალური სერვისების გაწევის ხარისხი სოციალურად მოწყვლად თემებში.
გამოცდილება აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ძლიერი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების როლი კრიზისების მართვაში, პოლიტიკის შემუშავების პროცესში ჩართულობასა და ადამიანების უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურებების გაწევაში. ძლიერი ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოება უზრუნველყოფს სოციალურ სერვისებზე თანაბარ ხელმისაწვდომობას, განსაკუთრებით დაუცველ და მარგინალიზებულ თემებში მცხოვრები ადამიანებისთვის. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებაში საერთაშორისო დონორების აქტიური მხარდაჭერის მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართულობა მმართველობისა და პოლიტიკის შემუშავებაში მაინც დაბალია.
სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისა და ეთნიკური უმცირესობების შესაძლებლობების მიზნით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მონაწილეობით პროცესების სტიმულირება და ერთიანი ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან. ეს მიდგომა ქმნის ფართო დემოკრატიული საკუთრების საფუძვლებს, რაც აუცილებელია არსებული გამოწვევებისა და პრობლემების ეფექტიანი გადაჭრისათვის.
პროექტი ქვემო ქართლისა (მარნეული, თეთრიწყარო, დმანისი, გარდაბანი, ბოლნისი, წალკა) და სამცხე-ჯავახეთის (ახალციხე, ნინოწმინდა) რეგიონების რვა მუნიციპალიტეტში მუშაობდა 4 წლის განმავლობაში. მისი მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პროცესებში ჩართულობისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა:
- სამოქალაქო და საჯარო სექტორის შესაძლებლობების გაძლიერებისა; და
- სოციალური სერვისების სფეროში არსებული გამოწვევების ეფექტიანი გადაჭრის მიზნით.
პროექტი ეფუძნებოდა ხედვას, რომ ძლიერი და კომპეტენტური სამოქალაქო საზოგადოება, სახელმწიფოს, როგორც სოციალური მომსახურების მთავარი მიმწოდებლის, მხარდაჭერით, ხელს უწყობს საზოგადოების დამოუკიდებელ ეკონომიკურ განვითარებასა და მედეგობას.
ადამიანის უფლებათა დაცვა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების განვითარება: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 10 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის ცოდნისა და უნარ-შესაძლებლობების გაძლიერება ტრენინგების, მენტორობისა და გამოცდილებების, მათ შორის საერთაშორისო საუკეთსო პრაქტიკების (საერთაშორისო სასწავლო ტურებისა და გაცვლითი ვიზიტების ორგანიზება) გაზიარების გზით;
- ახალგაზრდა პროფესიონალების პროგრამა (YPP): ადგილობრივი მოტივირებული ახალგაზრდების გაძლიერება ეროვნულ დონეზე მოქმედ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მეშვეობით, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით, სტაჟირების საშუალებით;
- ახალგაზრდებისა და ქალთა ჯგუფების სამოქალაქო ჩართულობის წახალისება სოციალური სერვისების განვითარებასა და მიწოდების პროცესში: სამოქალაქო განათლების ბანაკებისა და ახალგაზრდებისა და ქალების ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება;
- საკომუნიკაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება, მედიის ჩართულობის გაზრდა.
მონაწილეორივი და ინკლუზიური მმართველობა
- სამოქალაქო საზოგადოების წევრების მობილიზება რეგიონულ სოციალური სერვისების ალიანსში, სოციალური და ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისა და შემდეგომი განხორცილების ხელშეწყობის მიზნით;
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პარტნიორული ჯგუფების ჩამოყალიბება არსებული სოციალური სერვისების გაუმჯოებესებისა და ახალი სერვისების თანამონაწილეობითი შემუშავების მიზნით;
- ადგილობრივი თვითმმართველობის უნარ-შესაძლებლობების განვითარება, მათ შორის ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის შესახებ.
- სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სოციალური სერვისების მიმწოდებლებისა და ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამის კურსდამთავრებულების ფინანსური მხარდაჭერა იმ ინიციატივების განსახორციელებლად, რომლებიც ორიენტირებული იყო არსებული სოციალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესაბაზე, ახალი სოციალური სერვისების დანარგვასა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.
- სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ერთობლივად ინიცირებული ინოვაციური პილოტური ინიციატივების განხორციელება, მონაწილეობრივი დემოკრატიის პრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით.
შედეგი 1: ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში ხელი შეეწყო სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის სამოქალაქო საზოგაოდების ორგანიზაციების უნარ-შესაძლებლობების გაზრდას, რამაც მნიშნველოვანი წვლილი შეიტანა სოციალური სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესაბაში;
შედეგი 2: სამიზნე მუნიციპალიტეტებში შეიქმნა თანამონაწილეობითი მექანიზმები, რომლებმაც უზრუნველყო ახალი სოციალური სერვისების მონაწილეობითი განვითარება და დანერგვა;
შედეგი 3: ფინანსური მხარდაჭერის გზით გაიზრდა და განვითარდა ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობები. კერძოდ, ხელი შეეწყო ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობას, ხოლო განხორციელებული ინიციატებების შედეგად, მონაწილეობითი და ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, გაუმჯობესდა სოციალური სერვისების ხარისხი და მთზე ხელმისაწვდომობა.
შედეგები ვრცლად შეგიძლიათ იხილოთ პროექტის კატალოგში.