სვერის საჯარო სკოლა განახლებად ენერგიაზე გადავიდა

სვერის საჯარო სკოლა განახლებად ენერგიაზე გადავიდა

ევროკავშირისა და CENN-ის მხარდაჭერით ჭიათურაში მიმდინარე საგრანტო კონკურსის შედეგად სვერის საჯარო სკოლას მზის პანელები დაუმონტაჟდა. 

განახლებად ენერგიაზე გადასვლით სკოლა ყოველთვიურად 300 ლარის ელექტროენერგიას დაზოგავს. 

ინიციატორი სათემო კავშირი „სვერია“, საგრანტო პროექტით „მზეო ამოდი, ამოდი”.  საგრანტო კონკურსი CENN-ის მიმდინარე პროექტის “საქართველოს კლიმატის პროგრამა (GEO-CAP):სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობა კლიმატის ცვლილების პოლიტიკის შექმნასა და განხორციელებაში ” მიერ გამოცხადდა, რომელსაც ის პარტნიორ ორგანიზაციებთან KRDF, ACU, YPU და RLS-ADA ერთად ახორციელებს.