• ჩვენ შესახებ
  • კარიერა
  • ჩაერთე
  • კონტაქტი
  • About
  • Careers
  • Get involved
  • Contact
#homeishere
Search
GEO
ENG
CENN - Shaping The Future By Changing Today CENN – Shaping The Future By Changing Today
  • პროგრამები
  • სერვისები
  • პროექტები
  • მედია
  • პუბლიკაციები
  • მწვანე ცენტრები
  • ჩვენ შესახებ
  • კარიერა
  • ჩაერთე
  • კონტაქტი
  • About
  • Careers
  • Get involved
  • Contact
GEO
ENG
Search
CENN - Shaping The Future By Changing Today CENN – Shaping The Future By Changing Today
  • პროგრამები
  • სერვისები
  • პროექტები
  • მედია
  • პუბლიკაციები
  • მწვანე ცენტრები

ქედა ლიდერი

  1. მთავარი
  2. ყველა პროექტი
  3. ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის
  4. ქედა ლიდერი
მიმდინარე სიახლეები

ევროკავშირის მხარდაჭერით CENN-მა გურიის მარკეტინგისა და კომუნიკაციის სტრატეგია შეიმუშავა

გურიაში მცხოვრები გოგონებისა და ქალებისთვისთვის სამოქალაქო განათლების ბანაკში რეგისტრაცია დაიწყო

გარემოსდაცვითი ბანაკები ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალისტი სკოლის მასწავლებლებისთვის

CENN-ის განცხადება უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ

მიმდინარე პროექტები

მწვანე კავკასია – მწვანე ეკონომიკისა და მდგრადი ენერგიის ხელშეწყობა საქართველოში

თბილისის ცირკულარული ლაბორატორია

ენერგოეფექტურობის შესახებ საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანია თბილისში

პლასტმასის ნარჩენის შემცირების პროექტი

პუბლიკაციები
ქედა ლიდერი
webintelligence
ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვისსოფლის განვითარებაყველა პროექტი
იანვარი 31, 2023
ქედის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის (ქედა ლიდერი)
მოკლე მიმოხილვა

ხანგრძლივობა: 1/5/17 ‐ 28/2/21

გეოგრაფიული დაფარვა: ქედა, აჭარის რეგიონი, საქართველო

განმახორციელებელი: CENN

დონორი: ევროკავშირის ენპარდის პროგრამა

პროექტის შესახებ

პროექტმა ხელი შეუწყო საქართველოს მთავრობას სოფლად სიღარიბის შემცირებასა და ქედის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში. ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების საპასუხოდ, პროექტმა გააუმჯობესა სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობა, ხელი შეუწყო ბუნებრივი რესურსების მდგრად მართვას და კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის ეკონომიკისა და თემების განვითარებას. კონკრეტულად, პროექტი მხარს უჭერდა ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს არსებული პრობლემების გამომწვევი მიზეზების დაძლევაში, როგორიცაა: (ა) სოფლად თემებში  მდგრადი ეკონომიკური ფერმერული თუ სხვა საქმიანობის დაგეგმვაში ჩართვისთვის და ბიზნეს კავშირების დამყარებისთვის საჭირო უნარების ნაკლებობა; (ბ) სოფლის განვითარების ხელშეწყობისა და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე ადგილობრივი აქტივების კონკურენტუნარიანობის გაზრდის ერთიანი ხედვის არარსებობა; და (გ) ეკონომიკური დივერსიფიკაციის ინოვაციური თანამედროვე მიდგომების ნაკლებობა ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების გზით – სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შეზღუდული რესურსების მქონე ტერიტორიის პოტენციალის ოპტიმიზაცია.

პროექტის მიზნები

პროექტის მიზანი იყო ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების ხელშეწყობა და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის გაძლიერება ქედის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ქვემოდან ზემოდან სტრატეგიული დაგეგმვის გზით. პროექტს სამი ძირითადი შედეგი მოჰყვა: (i) შექმნილია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული ჩართულობით;  (ii) შემუშავებულია გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია; და (iii) სოფლის ეკონომიკური დივერსიფიკაციისა და ინკლუზიური ზრდის შესაძლებლობების დემონსტრირება ინოვაციური (ჭკვიანი, მდგრადი, გამძლე) პროექტების განხორციელების გზით.

პროექტის შედეგები

სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება (CLLD)

პროექტის ფარგლებში შემუშავებულია გენდერულად თანასწორი და ახალგაზრდებზე მორგებული ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, რომელიც მოიცავს ადგილობრივი მოწყვლადი ჯგუფების სპეციფიკურ საჭიროებებს; ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია დამტკიცებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების მიერ, რაც ხელს უწყობს შემდგომ სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ ინტეგრაციას და განვითარებას. ქედის მუნიციპალიტეტის განვითარების საჭიროებები გაწერილია პრიორიტეტების მიხედვით ეროვნულ სამოქმედო გეგმებში და პროგრამებში. ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია მონაწილეობრივი დაგეგმვის გზით ქმნის გარემოს მიზნობრივი სოფლის ინვესტიციებისთვის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მუნიციპალიტეტის დონეზე.

ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) შექმნილია თანაბარი გენდერული და ახალგაზრდული მონაწილეობით და ჩართულია სოფლის განვითარების პროცესში მონაწილეობრივი მიდგომისა და LEADER-ის პრინციპების გათვალისწინებით. ადგილობრივი ქალები, ახალგაზრდები და დაუცველი ჯგუფები აქტიურობენ და ჩართულნი არიან სოფლის განვითარების დაგეგმვისა და განხორციელების ეტაპებში.

ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური ეკონომიკისთვის

პროექტის მხარდაჭერით, ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში გამოკვეთილი პრიორიტეტული პროექტების დაფინანსებისა და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით  ჩნდება დასაქმებისა და საარსებო წყაროს შექმნის შესაძლებლობები და უმჯობესდება ცხოვრების ხარისხი, განსაკუთრებით ღარიბი და მარგინალიზებული მოსახლეობისთვის. კერძოდ, ხუთი საგრანტო რაუნდის ფარგლებში დაფინანსდა 97 პროექტი, რომელიც მოიცავდა შემდეგ სფეროებს: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, გარემოს დაცვა, წარმოება, განათლება, კულტურა, მომსახურების ინდუსტრია და სპორტი. შეიქმნა 300-ზე მეტი სამუშაო ადგილი.

Keda ბიზნესგარემოს შექმნა ინკლუზიური განვითარებისთვის სოფლის განვითარება და თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარება

Continue Reading

Previous post

მწვანე მომავლისკენ: ახალგაზრდები ტყეებისთვის

Next post

EduLinks –კავშირების დამყარება განათლების საშუალებით

გამოიწერე ჩვენი სიახლეები 

გამოწერა

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ შესახებ
კარიერა
ჩაერთე
კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რას ვაკეთებთ

პროგრამები
სერვისები
სიახლეები
კამპანიები
მწვანე ცენტრები

კონტაქტი

27 ბეთლემის ქუჩა, თბილისი 0105
+995 32 2 75 19 03
info@cenn.org

CENN © ყველა უფლება დაცულია

Close
Search

Hit enter to search or ESC to close