სანდრო გუჯაბიძე, პროექტის მენეჯერი, რომელიც CENN-ში აგრარული და სასურსათო სისტემების მიმართულებით მუშაობს, გვიზიარებს საკუთარ ხედვას საქართველოში მდგრადი და კლიმატისადმი მედეგი სოფლის მეურნეობის პრაქტიკების აქტიური ხელშეწყობის აუცილებლობაზე. ის ხაზს უსვამს პროექტის მნიშვნელობას, რომელიც მოიცავს ნიადაგისა და წყლის მდგრადი მართვის მეთოდების, რესურსების ეფექტიანი გამოყენებისა და მავნებელთა ინტეგრირებული მართვის ხელშეწყობას, რაც ფერმერების ქიმიურ პესტიციდებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს მიზნად.
ადგილობრივ თემებში დანერგილი აგრარული პრაქტიკები და ქართველ ფერმერთა მიდგომა მათ მიმართ
ევროკავშირი აქტიურად უწყობს ხელს მდგრადი და კლიმატისადმი მედეგი აგრარული პრაქტიკების დანერგვას, რაც ერთდროულად ემსახურება გარემოს დაცვასა და გრძელვადიანი სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. სანდროსთქმით, პროექტის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან მიდგომას წარმოადგენს პრაქტიკების უშუალო დემონსტრირება, რაც ბევრად უფრო შედეგიანია, ვიდრე მხოლოდ თეორიულ ტრენინგებზე დაყრდნობა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში შეიქმნა სადემონსტრაციო ნაკვეთები, რომლებიც ერთობლივად იმართება ქალთა ხელმძღვანელობით შექმნილი აგრარული კოოპერატივისა და კერძო სექტორის წარმომადგენლის – სოფლის მეურნეობაში წამყვანი კომპანია „კარტლისის“ მიერ ნაკვეთებზე მთელი წლის განმავლობაში მოყვანილი მრავალფეროვანი ბოსტნეული ადასტურებს მდგრადი პრაქტიკების სარგებელს.
სანდრო გუჯაბიძის თქმით, ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც სადემონსტრაციო ნაკვეთების ეფექტიანობას ზრდის, არის ის, რომ ისინი ადგილობრივ ფერმერებს ეკუთვნით. ფერმერებისთვის მნიშვნელოვანია საკუთარი თვალით იხილონ, როგორ მუშაობს კონკრეტული პრაქტიკა მათთვის ნაცნობ გარემოში. თითქმის იდენტურ პირობებში ნაჩვენები წარმატებული შედეგები ფერმერებში ზრდის ნდობას და სურვილს ახალი პრაქტიკების დანერგვის მიმართ.
გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ ქართველი ფერმერების შემოსავლის ძირითად წყაროს ხშირად სწორედ მათივე მიწა წარმოადგენს, რაც ზღუდავს მათ მიერ ახალი მეთოდების გამოცდის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ, სადემონსტრაციო ნაკვეთებზე რეალური მაგალითების ჩვენება ხელს უწყობს ფერმერებში საწყისი სკეპტიციზმის დაძლევასა და სოფლის მეურნეობის მდგრადი პრატქიკების გავრცელებას.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად ჯანსაღი სასურსათო სისტემისა და მდგრადი სოფლისმეურნეობის სექტორის განვითარება
ევროკავშირში გაწევრიანება საქართველოს მისცემს შესაძლებლობას მიიღოს მნიშვნელოვანი მხარდაჭერა საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) ფარგლებში, რაც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებასა და გარემოსადმი მეგობრული პრაქტიკების დანერგვას. სანდრო აღნიშნავს, რომ მისი საქმიანობა ეხმიანებაევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) ძირითად პრიორიტეტებს და ხელს უწყობს ზემოთ ხსენებული მიდგომების განვითარებას. ისეთ პროექტების მეშვეობით, როგორიცაა PRAISE Marneuli, ყალიბდება უფრო მდგრადი სოფლის მეურნეობის სექტორი კლიმატისადმი მედეგი პრაქტიკების დანერგვისა და პოპულარიზაციის გზით.
სანდრომ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად დაასახელა მარნეულის მუნიციპალიტეტისთვის კლიმატისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩარჩო დოკუმენტის შემუშავება, რომელიც ადგილობრივი დაინტერესებული მხარეების ჩართულობითა და მონაწილეობითი მიდგომის საფუძველზე შეიქმნა. აღნიშნული დოკუმენტი სოფლის მეურნეობისა და მიწათმოქმედების სექტორის წარმომადგენლებს სთავაზობს პრაქტიკულ რეკომენდაციებს კლიმატის ცვლილებებთან ადაპტაციის მიმართულებით და სრულად შეესაბამება ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) მიზანს — მდგრადობის დაგეგმვის დეცენტრალიზებასა და მისი განხორციელების უფლებამოსილების ადგილობრივ ინსტიტუციებზე გადაცემას.
სანდრომ ასევე აღნიშნა, რომ პროექტი მხარს უჭერს მცირე მეწარმე ფერმერებს, მათ შორის ქალებსა და ეთნიკურ უმცირესობებს, მათი შესაძლებლობების გაძლიერების გზით, რათა შეძლონ მდგრადი პრაქტიკების დანერგვა. ადგილობრივ ფერმერებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთები წარმოადგენენ ერთწლიანი კულტურების მდგრადი წარმოების ნათელ მოდელებს. ასეთი მიდგომები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს და ზრდის უსაფრთხო, ნოყიერ საკვებ პროდუქციას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ჯანსაღი სასურსათო სისტემების განვითარებას.
გარდა ამისა, პროექტში „მიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის (LDN-ის) საქართველოს ეროვნული მიზნების მიღწევა დეგრადირებული საძოვრების აღდგენის და მდგრადი მართვის გზით“ ჩართულობა ხელს უწყობს საძოვრების გადაჭარბებული გამოყენებისა და მეცხოველეობით გამოწვეული მიწის დეგრადაციის პრობლემების გადაჭრას, დაბალანსებული კვების პრაქტიკების, საძოვრების მორიგეობითი გამოყენებითა და ტრადიციული ადგილობრივი ჯიშების აღდგენით, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სოფლის მეურნეობის მდგრადობის გაძლიერებასა და გარემოს დაცვას ევროკავშირის საერთო სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის (CAP) მიზნების შესაბამისად.
სანდრომ აღნიშნა, რომ მიმდინარე გარდამავალ პერიოდში ევროკავშირის მხარდაჭერა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება, რადგან კლიმატის ცვლილების გავლენა სულ უფრო მძაფრდება. საქართველოში სოფლის მეურნეობის წარმომადგენლებს, განსაკუთრებით კი მცირე ფერმერებს, მუდმივად უწევთ რესურსების დეფიციტთან და მზარდ რისკებთან გამკლავება. შესაბამის წამახალისებელ მექანიზმებსა და თანამედროვე მიდგომებზე ხელმისაწვდომობის არქონის შედეგად კლიმატური კრიზისის უარყოფითი გავლენა შესაძლოა ყველაზე მძიმედ სწორედ მათზე აისახოს. CAP-ის პრინციპებზე დაფუძნებული მხარდაჭერა დაეხმარება ფერმერებს გააუმჯობესონ პრაქტიკები, განამტკიცონ მდგრადობა, დაიცვან გარემო და დაუახლოვდნენ ევროკავშირის სასოფლო-სამეურნეო სტანდარტებს.
პროექტის წარმატებული ისტორიები ცხადყოფს, თუ როგორ უზრუნველყო ევროკავშირისმხარდაჭერილმა ინიციატივებმა ადგილობრივი თემებისა და ფერმერების გაძლიერება, მდგრადიპრაქტიკების დანერგვის ხელშეწყობა და სოფლის მოსახლეობის საარსებო პირობებისგაუმჯობესება საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორში
ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მაგალითს თემების გაძლიერებისა და მდგრადი პრაქტიკების დანერგვის კუთხით წარმოადგენს PRAISE Marneuli-ის პროექტი, რომელსაც ახორციელებს CENN, HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი მჭიდროდ ეხმიანება ევროკავშირის ღირებულებებს კლიმატური მდგრადობის, სოფლის განვითარებისა და საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით.
სანდრომ ერთი-ერთ მთავარ მიღწევად აღნიშნა მულტისექტორული სამუშაო ჯგუფის (MSWG) შექმნა მარნეულის მუნიციპალიტეტში, რომელიც აერთიანებს სამოქალაქო საზოგადოების, კერძოსექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის ეთნიკურიუმცირესობებისა და ქალების მონაწილეობით. ჯგუფის წევრები ერთად განსაზღვრავენ და ეძებენგზებს მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულიგამოწვევების გადაჭრისთვის — როგორებიცაა სარწყავი სისტემების მოუწესრიგებლობა დაკლიმატური მოწყვლადობა. მათი ადვოკატირების შედეგად განხორციელდა ხელშესახებიცვლილებები, მათ შორის მნიშვნელოვანი სარწყავი არხების გაწმენდა და ადგილობრივიგადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეების გააქტიურება. საინფორმაციო კამპანიებიქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაეხმარა მოსახლეობას საკუთარი უფლებებისგაცნობასა და დაცვაში, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია სოფლის გაძლიერებისთვის.
პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქალთა კოოპერატივი „მწვანე მარადისი“, რომელიც დღეს უკვე 10 ადგილობრივ ქალ ფერმერს აერთიანებს. პროექტამდე ნერგების წარმოება სრულად ხელით, შეზღუდული რესურსებით ხორციელდებოდა. სუბგრანტებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ფარგლებში ააშენა თანამედროვე სათბური, დააყენდა ავტომატური სარწყავი სისტემა და შეძენილ იქნა სათესი მანქანა. წევრებს აგრონომებმა ჩაუტარეს ტრენინგები კლიმატისადმი მედეგი მეთოდების შესახებ, მათ შორის გვალვებისა და ყინვისადმი მდგრადი ჯიშების შერჩევაზე, წყლის რაციონალურად და პესტიციდების გონივრულ გამოყენებაზე. დღეს მათი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა – მაღალი ხარისხის ნერგები იყიდება მარნეულში, წალკასა და ახალქალაქში, ასევე დასავლეთ საქართველოშიც. გაიზარდა შემოსავალიც, შემცირდა სამუშაოს სიმძიმე, ხოლო კოოპერატივის წევრები თავიანთ ცოდნას უკვე სხვა ფერმერებსაც უზიარებენ, რაც თავის მხრივ ქმნის პოზიტიური ცვლილებების ჯაჭვს ადგილობრივ საზოგადოებაში.
ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითს წარმოადგენს გრანტიორის მიერ პროქტის საშუალებით წლების განმავლობაში არსებული ძირეული პრობლემების მოგვარება, როდესაც გრანტის საშუალებით ბენეფიციარმა თავის 2 ჰექტარიან ბაღში წვეთოვანი სარწყავი სისტემა დაამონტაჟა. ამ ინვესტიციამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წყლის გამოყენებისეფექტურობა და შეამცირა წყლის მოხმარება 80%-ზე მეტით, ხოლო ელექტროენერგიის წლიური ხარჯები 500–600 ლარიდან დაახლოებით 150 ლარამდე შემცირდა. მსგავსად, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა, რომელიც იონჯას ზრდის, გააორმაგა მოსავალი წყალგამშხეფის დამონტაჟების შემდეგ. ამავდროულად, ერთ-ერთმა ბენეფიციარმა პროექტის ფარგლებში მიღებული ტრაქტორის დახმარებით სოფლის მეურნეობის ტექნიკის მომსახურების მცირე მასშტაბისსერვისი ჩამოაყალიბა, რაც მისთვის სტაბილური შემოსავლის წყარო გახდა.
ამ შემთხვევებს განსაკუთრებით ღირებულს ის ფაქტი ხდის, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობის პრაქტიკები რეალურ, ფერმერების საკუთრებაში არსებულ პირობებში დაინერგა. ეს გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან საქართველოს ფერმერთა უმრავლესობას არ აქვს რესურსი გარისკოს ან ექსპერიმენტები ჩაატაროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიწის ნაკვეთებზე. როდესაც ფერმერები შედეგებს ხედავენ ადგილობრივ, მათთვის ნაცნობ რეალურ პირობებში,სწორედ ამ დროს ყველაზე ეფექტურად ხდება ახალი მიდგომების დანერგვა. დროთა განმავლობაში, მარნეულის მასშტაბით მზარდი ინტერესი და აღნიშნული პრაქტიკების გამოყენება ცხადყოფს, რომ პრაქტიკულ და საზოგადოებაზე ორიენტირებულ მიდგომებს შეუძლია მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი კლიმატისადმი მედეგ სოფლის მეურნეობისგანვითრებასა და ადგილობრივი თემების ეკონომიკურ გაძლიერებას.