გიწვევთ B2B ღონისძიებაზე “საქართველოში ცირკულარული გადაწყვეტების გაძლიერება”, რომელიც გაიმართება 2023 წლის 22 დეკემბერს, 15:30 საათიდან, თბილისში.
*ღონისძიების ზუსტი ლოკაცია გაზიარდება მხოლოდ დარეგისტრირებულ და დადასტურებულად მონაწილე აუდიტორიასთან.
შეხვედრის მთავარი მიზანია პლასტმასის ნარჩენების მართვის საკითხების გარშემო ცოდნის გაზიარება და თანამშრომლობის ხელშეწყობა. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ დისკუსიებში, გაცვალონ აზრები, ისაუბრონ დღევანდელ გამოწვევებზე და წარადგინონ პლასტმასის ნარჩენის გავლენის შემცირების წარმატებული ისტორიები. ღონისძიება გააერთიანებს პლასტმასის წარმოებასა და მოხმარებაში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს, მათ შორის საქართველოს მთავრობას, ბიზნესებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს.
ღონისძიებაზე ასევე წარმოდგენილი იქნებიან კომპანიები, რომლებიც ამცირებენ პლასტმასის მოხმარებას და გვთავაზობენ ალტერნატიულ პროდუქტებს. გამოფენის მიზანია სხვადასხვა სექტორის დაკავშირება, მათი წარმომადგენლების წახალისება და პოტენციური თანამშრომლობის ინიცირება.
თუ ხართ კომპანია ან ინდივიდუალური პირი, დაინტერესებული კონფერენციაზე დასწრებით, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით.
თუ ხართ პლასტმასის გადამმუშავებელი კომპანია და გაინტერესებთ ბ2ბ გამოფენაში მონაწილეობა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა 2023 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ასევე უპასუხოთ დამატებით სარეგისტრაციო ფორმის ბოლო კითხვას გადამმუშავებელი კომპანიებისათვის. რეგიონში მცხოვრები შერჩეული კომპანიებისთვის უზრუნველყოფილი იქნება მგზავრობა და განთავსება.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/3CwfJAdbM6T78dVN9
დამსწრეთა ადგილები შეზღუდულია. კომპანიები აირჩევიან რელევანტურობის და საქმიანობის სფეროს მიხედვით.