CENN-ის ორგანიზებითა და ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, 25-30 მარტს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრმა ახალგაზრდა ლიდერთა ბანაკს უმასპინძლა.
5 დღის განმავლობაში, ახალგაზრდა ლიდერთა პროგრამის მონაწილე ქვემო-ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში მცხოვრებ მოსწავლეებს ჩაუტარდათ სესიები პროექტის წერისა და მისი მართვის, ასევე, მდგრადი განვითარების, კამპანიების დაგეგმვისა და ტყის რესურსების გამოყენების საკითხებზე.
ახალგაზრდა ლიდერებმა შეიმუშავეს სათემო ინიციატივები, რომლებიც მიმართულია ადგილობრივი ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობისა და მონაწილეობის გაზრდაზე, სხვადასხვა გარემოსდაცვითი საკითხის გადაჭრაზე, არაფორმალურ და ტექნოლოგიურ განათლებაზე.
ბანაკის ბოლოს, მონაწილეებმმა თავიანთი იდეები მოწვეულ სტუმრებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებს გაუზიარეს და მიიღეს რჩევები, რომლებიც მათ საპროექტო იდეების უკეთ განხორციელებაში დაეხმარება.
ბანაკი ორგანიზებულია ამერიკის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი „EduLinks – კავშირების დამყარება განათლების საშუალებით“ პროექტის ფარგლებში.