CENN-მა მდგრადი განვითარების მე-6 (სუფთა წყალი და სანიტარია) და მე-7 (ხელმისაწვდომი და უსაფრთხო ენერგია) მიზნებზე ქვეყნის პროგრესისა და გამოწვევების შესახებ Spotlight Report-ები მოამზადა.
ორგანიზაციის ექსპერტმა ვახტანგ ქოჩორაძემ კვლევის შედეგები მდგრადი განვითარების UNECE რეგიონული ფორუმის (UNECE Regional Forum on Sustainable development) სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებაზე ჰიბრიდულ ფორმატში წარადგინა. ანგარიშები მოიცავს როგორც მიღწეული შედეგებისა და არსებული გამოწვევების მიმოხილვას, ისე შეთავაზებებსა და შემდგომ ეფექტიან ნაბიჯებს ქვეყანაში სუფთა, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ენერგეტიკისა და წყლის რესურსების გაუმჯობესებული მართვის სფეროებში წინსვლის მისაღწევად.
ანგარიშები მალე საჯაროდ გაზიარდება CENN-ის ქსელში და გამოყენებული იქნება საკითხების შემდგომი ადვოკატირებისთვის.
პუბლიკაციები მომზადდა პროგრამის „SDG LENS – მდგრადი განვითარების მონიტორინგი აღმოსავლეთ ევროპასა და სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში გერმანიის ფედერალური საგარეო საქმეთა სამინისტროს, Civil Society Cooperation-სა და Dekabristen E.V.-ის მხარდაჭერით.
UNECE-ის მდგრადი განვითარების რეგიონალური ფორუმი 29-30 მარტს ჟენევაში და ონლაინ, ჰიბრიდულ რეჟიმში იმართება. წლევანდელი ფორუმის თემაა: „ECE რეგიონში მრავალმხრივი კრიზისების დროს 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების უზრუნველყოფა მდგრადი განვითარებისათვის”.
ფორუმზე აქცენტი გაკეთდა პროგრესის მონიტორინგზე, ასევე ტრანსფორმაციული მოქმედებების სფეროების იდენტიფიცირებაზე SDG-ების მისაღწევად. ფორუმის შედეგები ივლისში დაგეგმილი მდგრადი განვითარების მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე აისახება და წელს ასევე სექტემბერში დაგეგმილ SDG სამიტზე იქნება წარდგენილი, რომელიც 2030 წლის დღის წესრიგის განხორციელების შუალედურ თარიღს აღნიშნავს.