CENN მედიის წარმომადგენლებს მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემაზე მედიატურში იწვევს

CENN მედიის წარმომადგენლებს მარნეულის მუნიციპალიტეტში კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თემაზე მედიატურში იწვევს

6 ოქტომბერს, შვეიცარული ორგანიზაცია HEKS/EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE Marneuli” ფარგლებში, CENN მედიის წარმომადგენლებს გიწვევთ მარნეულის მუნიციპალიტეტში მედიატურში მონაწილეობის მისაღებად.

მედიატურის მიზანია, რეგიონული თუ ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობის თანამედროვე პრაქტიკებისა და საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული ინიციატივების გაცნობა, ასევე, ცნობიერების ამაღლება სოფლის მეურნეობის კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის აუცილებლობის შესახებ.

მედიატური მოიცავს პროექტის ფარგლებში დაფინანსებული კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სასოფლო-სამეურნეო ინიციატივების მონახულებას.

ტურის დასრულების შემდეგ, მონაწილეებმა უნდა შექმნან სტატიები, ფოტო, ტვ და რადიო რეპორტაჟები, სიუჟეტები, ბლოგები ან ვლოგები.

მედიატურში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი მედია პლატფორმის წარმომადგენელს, ვლოგის ან/და ბლოგის ავტორებს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია 2023 წლის 4 ოქტომბრის ჩათვლით შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/xNWXA97XE2hoMrrD9 

HEKS/EPER-ის მხარდაჭერით, CENN დაფარავს ტურში მონაწილეობის ყველა ხარჯს.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

სოფიკო ბაბალაშვილი, CENN

ტელ: 595 06 48 21 , E-mail: sopiko.babalashvili@cenn.org

მარიკო წიქორიძე, CENN

ტელ: 599 63 04 24,  E-mail: mariko.tsikoridze@cenn.org