ოქტომბრის ბოლოს, ქუთაისმა უმასპინძლა ევროპის დღისა და ევროკავშირის პარტნიორი ორგანიზაციების ორდღიან ფესტივალს, რომელმაც გააერთიანა კულტურის, განათლებისა და მდგრადი განვითარების თემები.
ღონისძიების ფარგლებში, CENN მონაწილეობდა „მწვანე კუთხეში“, სადაც ახალგაზრდა მონაწილეებისთვის ჩატარდა საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობები ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვისა და კლიმატის ცვლილების თემებზე.
CENN-ის ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ცირკულარული ქალაქები და რეგიონები საქართველოში” ინიციატივით, მონაწილეებს შეეძლოთ ეთამაშათ სამაგიდო თამაშები და მონაწილეობა მიეღოთ თემატურ ვიქტორინებში, რომლებიც მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
ღონისძიებამ უამრავი ახალგაზრდა და ოჯახი გააერთიანა და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი გარემოსდაცვითი საკითხების, რესურსების ეფექტური გამოყენებისა და კლიმატის ცვლილების შესახებ ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობას.
CENN მადლობას უხდის ევროკავშირს მხარდაჭერისთვის და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისთვის.



Circular economy and resource efficiency
Climate Change Environment and Energy
Environmental protection and natural resources management
Strengthening of education systems