fbpx

კავკასიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების კატალოგი

მთავარი > Portfolio > ყველა პუბლიკაცია > კავკასიის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულების კატალოგი
მიმდინარე სიახლეები
პროექტები
პუბლიკაციები

კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსის კატალოგი

კავკასიის სოციალური ინოვაციების საგრანტო კონკურსი 2020 წელს, CENN-ისა და Green Lane NGO-ს მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის EU4Youth: საზღვრისპირა რეგიონებში სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება მწვანე ზრდისთვის ფარგლებში გამოცხადდა.


საგრანტო კონკურსის მიზანი საქართველოსა და სომხეთის საზღვრისპირა რეგიონებში გამორჩეული სოციალური და მწვანე ბიზნესიდეების გამოვლენა და დაფინანსება იყო, კონკურსის მთავარ ამოცანას კი ახალგაზრდების (18-29 წლის), სოფლად მცხოვრები მოწყვლადი ჯგუფების, ეკომიგრანტებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერება წარმოადგენდა.


წინამდებარე კატალოგში წარმოდგენილია აღნიშნული კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული 27 ახალგაზრდული საწარმო (საქართველო – 13, სომხეთი – 14), რომელთა საქმიანობა ფარავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა – ნარჩენების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმი, სოფლის მეურნეობა, ეკო წარმოება, ჯანდაცვა და სხვ.