წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურს გაიგოს მეტი მდგრად სოფლის მეურნეობაზე და თუ როგორ შეუძლია სოფლის მეურნეობას უზრუნველყოს სასურსათო უსაფრთხოება გარემოს დაცვით.
სახელმძღვანელოში მკითხველი გაეცნობა სოფლის მეურნეობის საფუძვლებსა და ევოლუციას – რა როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა სასურსათო უსაფრთხოებაში, ეკონომიკასა და ეკო სისტემებში. დეტალურად არის განხილული თანამედროვე გამოწვევები: მსოფლიოს მზარდი მოსახლეობა, კლიმატის ცვლილება, რესურსების შეზღუდვა და სოციალური უთანასწორობა.
გამოცემა ეხება სოფლის მეურნეობის მომავალს: ურბანული და ვერტიკალური სოფლის მეურნეობა, ცილის ალტერნატიული წყაროები და ცირკულარული ეკონომიკა სურსათის წარმოებაში.
მასალა მომზადებულია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია CENN და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.





