ვიწვევთ სპორტულ ობიექტებს მთელი საქართველოს მასშტაბით ენერგოეფექტურობის კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად! გახდით ჩემპიონი ენერგიის დაზოგვაში, მიიღეთ ცოდნა ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების შესახებ, შეამცირეთ ფულადი ხარჯები და გარემოზე ნეგატიური ზემოქმედება!
კონკურსის აღწერა:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მხარდაჭერითა და კომპანია GOPA Intec-თან თანამშრომლობით, “საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის პროგრამის (GESRP)“ ფარგლებში, სპორტული ობიექტებისათვის მთელი საქართველოდან აცხადებს მიღებას ენერგოეფექტურობის შესახებ კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად.
კამპანია დაეხმარება სპორტულ კომპლექსებს ენერგიის დაზოგვის ევროპული პრაქტიკის შემოღებასა და ენერგოეფექტურობის წახალისებაში. კამპანია ასევე ხელს შეუწყობს თანამშრომლებში ენერგოეფექტურობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებასა და ქცევის ცვლილებას.
მსურველი სპორტული ობიექტები მონაწილეობას მიიღებს შემდეგ აქტივობებში:
- ტრენინგი ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაზე;
- შენობის აუდიტი ენერგეტიკული და წყლის რესურსების გამოყენების გაუმჯობესებაზე (აუდიტი ხორციელდება ევროკავშირში დანერგილი მოხალისეობრივი ინსტრუმენტის – Energy Display-ის, გამოყენებით, რომლის მიზანია, რომ წაახალისონ ქვეყნები, გახადონ შენობები მეტად ენერგოეფექტური და გარემოსადმი მეგობრული);
- ენერგიის დაზოგვის გზამკვლევის შემუშავება და გადაცემა (გზამკვლევი შემუშავდება მონაწილე კომპანიებთან კონსულტაციით და გადაეცემა მათ სამომავლოდ ენერგოეფექტური ღონისძიებების დაგეგმვისა და განსახორციელების მიზნით);
- ცნობიერების ასამაღლებელი საინფორმაციო მასალების შემუშავება და გადაცემა (ქცევის ცვლილებაზე ორიენტირებული საინფორმაციო მასალები ენერგოეფექტურობის თემაზე);
- პრომო კამპანია შენობებში ენერგიისა და წყლის რესურსების გამოყენებაზე (კამპანიის ფარგლებში, საუკეთესო ინიციატივის მქონე სპორტული ობიექტები გაპიარდებიან სხვადასხვა მედიაარხით).
მონაწილეობის პირობები
კამპანიაში მონაწილეობის მისაღებად, ობიექტებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/HxqrdnWu8fhtBVE29
პრომო კამპანიაში მონაწილეობისათვის, სპორტულმა ობიექტებმა უნდა აჩვენონ სურვილი და მოტივაცია, შემოიღონ შენობებში ენერგიის დაზოგვის პრაქტიკები.
პრომო კამპანიაში მონაწილეობის კრიტერიუმები:
- წარმოადგინონ შენობების შესახებ ტექნიკური ინფორმაცია, რათა დაითვალოს ენერგიის გამოყენება და შემუშავდეს რჩევები;
- მონაწილეობა მიიღოს ტრენინგში და ჩართოს თანამშრომლები;
- მიჰყვეს ექსპერტულ რჩევებს და განახორციელოს შენობის აუდიტი/ შეიმუშაოს ცვლილებების გეგმა;
- გამოფინოს შენობებში საინფორმაციო მასალები.
8რეგისტრაციის ვადა: 8 ოქტომბერი, 2023
კამპანიის განხორციელების ვადები: ოქტომბერი, 2023
კამპანიაში მონაწილეობის რეგისტრაციის ბმული: ` https://forms.gle/HxqrdnWu8fhtBVE29